FM97.5 / LIVE

ირაკლი ალასანია: ‘ბაზარში იგრძნობა, როგორი ეკონომიკური დინამიკა აქვს მუნიციპალიტეტს’

მთავარიპოლიტიკა 30.03.2016
მყიდველების სიმცირე, არაჯანსაღი კონკურენცია და მაღალპროცენტიანი სესხები – რა შეცჩივლეს ახალციხის ბაზრის მოვაჭრეებმა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს.

ირაკლი ალასანია: ‘ბაზარში იგრძნობა, როგორი ეკონომიკური დინამიკა აქვს მუნიციპალიტეტს’

დღეს, 30 მარტს, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები ქალაქ ახალციხეში, შპს "სავაჭრო ცენტრ ახალციხის“ (ახალციხის ბაზარი)მოვაჭრეებს შეხვდნენ. მოვაჭრეებმა მყიდველების სიმცირეზე და არაჯანსაღ კონკურენციაზე ეუსაბრნენ.

„ფხვნილის ყველი თბილისში 3–4 ლარად იყიდება, გლეხები ამდენს წვალობენ და მოყვანილ პროდუქციას ვერ ასაღებენ. რეალიზაცია შეჩერდა და საუკეთესო ყველი 5 ლარადაც აღარ იყიდება. ბანკის ვალებში იხრჩობა ხალხი, ზოგი თავსაც კი იკლავს“, – ამბობს ეთერ მელაძე, რომელიც ბაზარში ყველს ყიდის.

„ბაზარში იგრძნობა, როგორი ეკონომიკური დინამიკა აქვს მუნიციპალიტეტს და ქვეყანასაც“, – ამბობს ირაკლი ალასანია, რომლიც თქმით, ახალციხის ბაზარში ძალიან თვალსაჩინოა მყიდველების სიმცირე, – „ხალხს ფული არ აქვს, რომ რამე შეიძინოს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დადაბლდა ეკონომიკური აქტივობის შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანაში“.

„თავისუფალი დემოკრატები“ ამბობენ, რომ მათ აქვთ ეკონომიკური ხედვა, რაც დღეს მოვაჭრეებსაც გააცნეს: „კერძოდ, როგორ შეუწყობს მიკრობიზნესს განვითარებაში ხელს ის მექანიზმები, რაც ჩადებული გვაქვს პროგრამაში“.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ამბობს, რომ მოსახლეობას რომლებიც პარტიის რეალისტურ გეგმებს მოისმენენ, უკეთესი მომავლის იმედი გაუჩნდებათ: “ჩვენ არ ვართ გადასული ოპონენტების გინებაზე, ტალახის სროლაზე. ჩვენ კონკრეტულ ადამიანებს პრობლემების მოგვარების გზებს ვთავაზობთ. ჩემი აზრით, ეს არის, ის რაც პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა ძალამ უნდა აკეთოს“.

„თავისუფალი დემოკრატები“ უახლოეს მომავალში ახალციხეში ოფისის გახსნააცს გეგმავენ, მათი თქმით, რაიონული ორგანიზაციები ყველა საარჩევნო ოლქში გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია თავის თანაგუნდელებთან ერთად სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს მეორე დღეა მართავს.

ირაკლი ალასანია: ‘ბაზარში იგრძნობა, როგორი ეკონომიკური დინამიკა აქვს მუნიციპალიტეტს’

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ირაკლი ალასანია ახალციხეში შეხვედრებს მართავს
ირაკლი ალასანია ბორჯომში მოსახლეობას შეხვდა
ხვალ ახალციხეს ირაკლი ალასანია ესტუმრება
„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია
„თავისუფალი დემოკრატების“ ახალი თავმჯდომარე შალვა შავგულიძე გახდა
შალვა გოგოლაძის სასამართლოს ირაკლი ალასანია ესწრება
სამცხე–ჯავახეთში 'თავისუფალი დემოკრატები' კოალიციაში რჩებიან