FM97.5 / LIVE

ირაკლი ალასანია ბორჯომში მოსახლეობას შეხვდა

მთავარიპოლიტიკა 29.03.2016
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები, დღეს, 29 მარტს, ბორჯომს სტუმრობდნენ. მათ ბორჯომში, ინფექციური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრებლებისა და ბაზარში მომუშავეების პრობლემები მოისმინეს.

ირაკლი ალასანია ბორჯომში მოსახლეობას შეხვდა

ბორჯომში, ინფექციური საავადმყოფოს შენობაში, 19 უსახლკარო ოჯახი წლებია ცხოვრობს. ისინი გაუარესებულ სოციალურ პირობებზე საუბრობენ. გარდა ამისა, ამბობენ, რომ გამოსახლების საფრთხის წინაშე არიან და დახმარებას ითხოვენ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა საავადმყოფოს შენობაში შესახლებულებს სოციალური დახმარებების არსებულ სისტემა და მისი გაუმჯობესების გზები გააცნეს.

"პარალელურ სამყაროში ცხოვრობს ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობა და ცალკე სამყაროშია ის რეალობა და ადამიანები, სადაც ახლა მე ვიმყოფები. ისეთი განსხვავებაა, როგორც ცა და დედამიწა. არის აბსოლუტურად არაადამიანური პირობები, რომელიც მინიმუმსაც კი ვერ აკმაყოფილებს. აქ არიან ადამიანები, ბორჯომელები, ზოგს სახლი დაეწვა, ზოგს დაენგრა სტიქიური უბედურების გამო, მათ ვერაფერი ვერ გადაუწყვიტა ხელისუფლებამ და ერთადერთი გზა იყო ის, რომ არაკანონიერად ამ შენობაში შეჭრილიყვნენ. ამის მერე წელიწადნახევარზე მეტია გასული და ამ ოჯახებს არც წყალი, არც დენი არ აქვთ. 19 ოჯახი ბედის ანაბარაა მიტოვებული", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიამ, თანაგუნდელებთან ერთად, ბორჯომის დახურული და მოედანთან არსებული ღია ბაზარიც მოინახულა. ბაზარში მოვაჭრეებმა, უკეთესი სავაჭრო წერტილები და სათანადო პირობები მოითხოვეს. პრობლემის მოგვარების მათეულ ხედვაზე ესაუბრნენ "თავისუფალი დემოკრატები" ბაზარში მომუშავეებსაც.

ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები ხვალ შეხვედრებს ახალციხეში გამართავენ.

ირაკლი ალასანია ბორჯომში მოსახლეობას შეხვდა

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ირაკლი ალასანია ახალციხეში შეხვედრებს მართავს
ირაკლი ალასანია: ‘ბაზარში იგრძნობა, როგორი ეკონომიკური დინამიკა აქვს მუნიციპალიტეტს’
ხვალ ახალციხეს ირაკლი ალასანია ესტუმრება
ირაკლი ალასანია ახალციხეში დევნილებს შეხვდა
შალვა გოგოლაძის სასამართლოს ირაკლი ალასანია ესწრება
„თავისუფალი დემოკრატების“ ახალი თავმჯდომარე შალვა შავგულიძე გახდა
„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია