FM97.5 / LIVE

ირაკლი ალასანია ახალციხეში დევნილებს შეხვდა

მთავარიპოლიტიკა 30.03.2016
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. ყოფილი სკოლა–ინტერნატის შენობაში შესახლებული დევნილები ირაკლი ალასანიას საყოფაცხოვრებო პრობლემების შესახებ ესაუბრნენ.

ირაკლი ალასანია ახალციხეში დევნილებს შეხვდა

რუსთაველის N113–ში მცხოვრები დევნილებმა უპირველეს პრობლემად წყალმომარაგების შეზღუდვა დაასახელეს. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერთან შეხვედრისას მაცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ დასახლებას წყალი საქაჩის საშუალებით მიეწოდებოდა. პირველ დღეებში, როცა შენობაში შეასახლეს უწყლობას არ უჩიოდნენ, თუმცა ახლა ელექტროენერგიიის ღირებულება, რომელიც საქაჩის მუშაობის შედეგად დაიხარჯა, ვერ გადაიხადეს და წყალიც არ აქვთ.

„წინა თვეში მხოლოდ 10 დღით მოვიდა წყალი, მერე გაითიშა, გადასახდელიაო. რით უნდა გადავიხადოთ, სოციალურად დაუცველები ვართ. თავიდან გვითხრეს დევნილთა სამინისტრო გადაიხდისო. დააყენონ ინდივიდუალური მრიცხველები და გადავიხდით რასაც დავხარჯავთ“, – ამბობს ცისანა გვასალია.

დევნილები იმაზეც ჩივიან, რომ მათ დასახლებაში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არც დასუფთავების მანქანა არ მიდის.

"ანტისანიტარიაა. ქვეწარმავლები და მწერები გამრავლდებიან. არც საქალაქო ამოდის, ვერ ამოვალთ ჩვენ, გზა არ არისო, რას მოსთხოვ აბა?! ამდენი ხანია აქ ვართ და საერთოდ არ ამოსულან მერიიდან რა გიჭირთ, რა გილხინთო", – ამბობს ირმა ჩაკაბერია.

შეხვედრისას, ირაკლი ალასანია დევნილებს დაპირდა, რომ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ი საკითხს დევნილთა და განსახლების სამინიტრსოში დააყენებს.

„პრაქტიკულად ჩაიდო ფული, გაკეთდა აუზი, მაგრამ არ იყო გათვლილი, რომ ამას დასჭირდებოდა შესაბამისი ტექნიკა და ეს ტექნიკა ცალკე დენს წვავს. აქედან გამომდინარე ამათ პრაქტიკულად წყალმომრაგება არ აქვთ. ამიტომ მივმართავთ დევნილთა სამინიტროს , რომ მათი პრობლემა გაითვალისწინოს. დეპუტატები მიმართავენ წერილით და დავუდგებით გვერდში დევნილებს“, – განმარტა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, რუსთაველის N113–ში 26 ოჯახი გასული წლის 19 დეკემბერს შეასახლეს. დევნილებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ესწრებოდა.

ირაკლი ალასანია ახალციხეში დევნილებს შეხვდა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი დევნილების გასაჭირი [Photo/Video]
ვის შეასახლებენ დევნილებისთვის გარემონტებულ თავისუფალ ბინებში
ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს ბინებს ჯერ არ გადასცემენ
დევნილების ნაწილმა ახალციხეში ბინა ვერ მიიღო
დღის ფოტო: ნარჩენებით მოფენილი მისასვლელი დევნილთა დასახლებაში [Photo]
ბორჯომში მცხოვრებ დევნილებს ბინები გადასცეს
ახალციხეში დევნილებს ბინები გადაეცათ