FM97.5 / LIVE

ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხეში ოფისი გახსნა

მთავარიპოლიტიკა 04.12.2012
არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის”, ოფისი იმ შენობაში გახსნა, სადაც ”ნაციონალების” მაჟორიტარი კანდიდატის ვაჟა ჩიტაშვილის საარჩევნო შტაბი იყო გახსნილი.

ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხეში ოფისი გახსნა
რეგიონში ეს ორგანიზაციის პირველი ოფისია. ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.

- ”ჩვენი მიზანია ქვეყანაში ორხელისუფლებიანობამ ქაოსი არ გამოიწვიოს და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს სააკაშვილის რეჟიმი”, - განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე გუჯა ბიჭაშვილი.

რეგიონული ოფისის გახსნას ორგანიზაციის სათაო ოფისისა და კოალიცია ”ქართული ოცნების” ადგილობრივი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

- ”საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მე მაინც ყოფილს ვუწოდებ, დამნაშავეა თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში. როცა პირველად პრეზიდენტი გახდა, ერთ-ერთ გამოსვლაზე არ დაუმალავს და ქართულ ინტელიგენციას ჩარეცხილები უწოდა. ამაზე მეტი შეურაცხყოფა შეიძლება რამე იყოს?! როგორ შეიძლება საზოგადოების რომელიმე ფენას ჩარეცხილები უწოდო?! ეს არის გარკვეული პოლიტიკა, რომ საქართველო მუჭში აეღოთ და შემდეგ ებატონათ”, - განაცხადა რეჟისორმა რეზე ჩხეიძემ, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის წევრია.

ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხეში ოფისი გახსნა
ამ ოფისში წინასაარჩევნოდ ”ნაციონალების” შტაბი ფუნქციონირებდა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ასპინძაში დღეს აქციას გამართავს
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ახალციხეში 1850 ხელმოწერა შეგროვდა
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს ასპინძაშიც აგროვებენ
”ერთსულოვნებამ” დაგეგმილი აქცია გადადო
ასპინძაში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები ახალციხეშიც გროვდება
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები კარავში გროვდება