FM97.5 / LIVE

ბორჯომში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

მთავარიეკონომიკა 18.03.2016
ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კრებები 30 სოფელსა და 3 დაბაში ჩატარდა. მოსახლეობას პრიორიტეტები უკვე შერჩეული აქვს.

ბორჯომში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის უმეტესობამ გზების მოწესრიგება, რიტუალების სახლის დასრულება, სკვერების და სახნავ-სათესი მიწების შემოღობვა, განათების სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დაასახელა.

წელს პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 477 332 ლარი გაიხარჯება.

აქვე, აღსანიშნავია, რომ „თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილოების გაზრდის მიზნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის, წლევანდელ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სამსახურებს და გამგებლის წარმომადგენლებს ტერიტორიულ ერთეულებში მიეცათ რეკომენდაციები დასახლების საერთო კრებების ჩატარების თაობაზე.

წელს პირველად რეგიონალური განვითარების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის წარმომადგენელებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მოსამზადებელ ეტაპზე მუნიციპალიტეტებს ურჩიეს დასახლების საერთო კრების ოქმში შეეტანათ კრების მონაწილე ქალთა და მამაკაცთა რაოდენობრივი მაჩვენებელი.

ამასთანავე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაწყებამდე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) ფარგლებში რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტში გამგებლის წარმომადგენლებისთვის (სოფლის რწმუნებულებისთვის) ჩაატარა ტრენინგები თემაზე: „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა საქართველოში და ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში კრებების ჩატარება სრულდება
ასპინძაში სოფლის კრებების ჩატარება სრულდება
ადიგენს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  562 524 ლარი ერგო
ბორჯომში 'სოფლის პროგრამის' ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა [R]
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტები არ შეცვლილა
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?
ადიგენში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ მეორე ეტაპი იწყება[R]