FM97.5 / LIVE

ასპინძაში სოფლის კრებების ჩატარება სრულდება

მთავარიეკონომიკა 17.03.2016
უცვლელი პრიორიტეტები ასპინძის მუნიციპალიტეტში. მოსახლეობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ისევ სასმელი წყლის, გარე განათების, სანიაღვრე არიხების, რიტულების სახელებისა და გზების მოასფალტებას ითხოვს.

ასპინძაში სოფლის კრებების ჩატარება სრულდება

ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებების ჩატარება ხვალ, 18 მარტს დასრულდება.

„ხერთვისში და ხიზაბავრაში დაგვრჩა და იქაც ხვალ ჩატარდება“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.

მისი თქმით, კრებების დასრულების შემდეგ, შერჩეულ პრიორიტეტებს შესათანხმებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადააგზავნიან: „ორშაბათს გავუგზავნით სამინისტროს, პასუხის მიღების შემდეგ გამოვაცხადებთ საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს“.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ასპინძის სოფლებში 274.000 ლარი დაიხარჯება.

ადიგენის მსგავსად, აქაც უცნობია ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროგრამის განხორციელებისას თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაამატებს თუ არა.

„თუ კი რომელიმე სოფელს დააკლდება შესაძლებელია დავამატოთ, მაგრამ ისიც გასათვალიწინებელია, რომ ჩვენ მწირი ბიუჯეტი გვაქვს“, – ამბობს ალექსანდრე პაპაშვილი.


აქვე, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად რეგიონალური განვითარების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის წარმომადგენელებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მოსამზადებელ ეტაპზე მუნიციპალიტეტებს ურჩიეს დასახლების საერთო კრების ოქმში შეეტანათ კრების მონაწილე ქალთა და მამაკაცთა რაოდენობრივი მაჩვენებელი.

ამასთანავე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაწყებამდე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) ფარგლებში რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტში გამგებლის წარმომადგენლებისთვის (სოფლის რწმუნებულებისთვის) ჩაატარა ტრენინგები თემაზე: „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა საქართველოში და ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში კრებების ჩატარება სრულდება
ბორჯომში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში შეხვედრები დასრულდა
ადიგენს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  562 524 ლარი ერგო
ადიგენში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ მეორე ეტაპი იწყება[R]
სამცხე-ჯავახეთის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა დაიწყეს
ახალციხის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' მეორე ეტაპი იწყება [R]
ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში 1 084 900 ლარი  დაიხარჯა