FM97.5 / LIVE

ბორჯომში 'სოფლის პროგრამის' ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა [R]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.03.2019
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პირველი ეტაპი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 3 700 სოფლის კრების ჩატარებას გულისხმობდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობასთან შეხვედრით დასრულდა.

ბორჯომში 'სოფლის პროგრამის' ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა [R]

შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია დაესწრო. ადგილობრივებმა სხვა სოფლების მსგავსად, ის პრიორიტეტი გამოავლინეს, რომელიც მათ სოფელში წელს განხორციელდება. ხმათა უმრავლესობით, ტაბაწყურში მოსახლეობამ სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტს დაუჭირეს მხარი.

სოფლის კრებები სოფლებში-ბალანთაში, მოლითში და ჭიხარულაშიც შედგა.

ბალანთელებმა სასაფლაოს შემოღობვა აირჩიეს, მოლითში სასმელი წყლის, ხოლო ჭიხარულაში კლუბის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიანიჭეს უპირატესობა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში შეხვედრები 24 იანვარს დაიწყო. სოფლის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 29 სოფელში და სამ დაბაში შედგა.

მოსახლეობამ მათ დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები ხმის მიცემით, თავად გამოავლინა. სოფლებში პრიორიტეტი წელს სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე სკვერების, სპორტული მოედნების მოწყობა, გარე-განათებისა და კლუბის შენობების სარემონტო სამუშაოები იქნება.

აღსანიშნავია, რომ სოფლის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ და მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.

პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის ჯამში გამოყოფილია 428 000 ლარი, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100% თანადაფინანსებას - 428 000 ლარს დაამატებს და ჯამში სოფლის პროგრამებისთვის 856 000 ლარი გაიხარჯება.

ბორჯომში 'სოფლის პროგრამის' ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა [R]

ბორჯომში 'სოფლის პროგრამის' ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა [R]

ბორჯომში 'სოფლის პროგრამის' ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა [R]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში შეხვედრები დასრულდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტები არ შეცვლილა
‘ასე პიარს იკეთებენ’ – სოფლის კრებებს მინისტრები და მათი მოადგილეები ესწრებიან
ახალციხეში  ‘სოფლის პროგრამის’ ფარგლებში შერჩეული  პროექტების განხორციელება დაიწყო
წყალი, გზა, სასაფლაოს შემოღობვა, სკვერი და ‘ბირჟა’– მთავარი პრობლემები სოფლებში
ადიგენის სოფლებში განსახორციელებელი 17 პროექტი შეიცვალა
ასპინძის საკრებულომ ‘სოფლის პროგრამის’ პროექტები დაამტკიცა