FM97.5 / LIVE

ადიგენში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში კრებების ჩატარება სრულდება

მთავარიეკონომიკა 10.03.2016
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კრებების ჩატარება დღეს, 10 მარტს უნდა დასრულდეს. საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

ადიგენში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში კრებების ჩატარება სრულდება

ადიგენში მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები 21 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის მამუკა კალანდაძის განმარტებით, მოსახლეობის უმეტესობამ პრიორიტეტებად სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების, ასევე შიდა გზების მოწესრიგება დაასახელა.

„რამდენიმე სოფელში დასრულდება რიტუალების სახლის მოწყობა და ინვენტარით აღჭურვა. დანარჩენ სოფელში გზების და წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვენ“, – ამბობს მამუკა კალანდაძე.

მისი თქმით, ვიდრე საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს გამოაცხადებენ, მანამდე შერჩეული პრიორიტეტების შესახენ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უნდა გადააგზავნონ:„დაველოდებით სამინისტროდან პასუხს და ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერს“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ადიგენის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 562. 524 ლარი ერგო. აღნიშნული თანხიდან 3 %–ი საპროექტო სამუშაოებისთვისაა გათვალიწინებული.

აქვე, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად რეგიონალური განვითარების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის წარმომადგენელებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მოსამზადებელ ეტაპზე მუნიციპალიტეტებს ურჩიეს დასახლების საერთო კრების ოქმში შეეტანათ კრების მონაწილე ქალთა და მამაკაცთა რაოდენობრივი მაჩვენებელი.

ამასთანავე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაწყებამდე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) ფარგლებში რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტში გამგებლის წარმომადგენლებისთვის (სოფლის რწმუნებულებისთვის) ჩაატარა ტრენინგები თემაზე: „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა საქართველოში და ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში შეხვედრები დასრულდა
ასპინძაში სოფლის კრებების ჩატარება სრულდება
ადიგენს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  562 524 ლარი ერგო
ადიგენში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ მეორე ეტაპი იწყება[R]
ახალციხის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' მეორე ეტაპი იწყება [R]
‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამა’ ახალ ეტაპზე გადავიდა
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?