FM97.5 / LIVE

ხუთი შვილით უსახლკაროდ

მთავარისაზოგადოება 06.12.2012
ნინო ტყემალაძე ხუთი მცირეწლოვანი შვილით, არასრულწლოვან ძმასა და დედასთან ერთად, სოფელ გორელოვკის ერთ-ერთ, მიტოვებულ, ავარიულ სახლში, გამოსახლების შიშით ცხოვრობს

ხუთი შვილით უსახლკაროდ
ორსართულიანი სახლის შესასვლელ კარს ანჯამები ძლივს იკავებს, გარედან სახლი ისე გამოიყურება, თითქოს იქ არავინ ცხოვრობს.
შესვლისთანავე გრძელ დერეფანში ვხვდებით, სადაც სხვადასხვა ნივთები, ჭურჭელი და ტანსაცმელი აწყვია. აქვეა წივა (გამხმარი ნაკელი), რომელსაც გასათბობად იყენებენ.

დიასახლისი მთავარ ოთახში გვეპატიჟება, რომელსაც დერეფნიდან ნაჭრის ფარდა ყოფს. ოთახში ორი საწოლი, დივანი, მაგიდა-სკამები და ღუმელი დგას. სახლში ცხელი პურის სურნელი ტრიალებს, დიასახლისი ღუმელზე პურს აცხობს.

ხუთი შვილით უსახლკაროდ

30 წლის ნინო ტყემალაძეს ხუთი შვილი ჰყავს. უმცროსი ჯერ სამი თვისაა. მისი დაბადებისას მამა საქართველოში აღარ იყო. ნინოს მეუღლე გრაჩ ზორუხლიანი წარმოშობით სომხეთიდანაა. საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო სომხეთში მოუხდა წასვლა. მისი წასვლიდან თითქმის წელიწადი გავიდა, მაგრამ უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს. სომხეთში მუდმივი სამუშაო არ აქვს და როცა დროებით სამუშაოს მაინც შოულობს, ოჯახს ფულით ან საჭირო ნივთებით ეხმარება.

რვაწევრიანი ოჯახი ნინოს დედის ხელფასით ცხოვრობს. იგი სოფელ გორელოვკის სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობს. მისი ანაზღაურება თვეში 300 ლარია.

ხუთი შვილით უსახლკაროდ

ყველაფრის მიუხედავად, ნინო მძიმე ცხოვრებაზე არ ჩივის. ამბობს, რომ მთავარი პრობლემა თავშესაფარია: “ორი წელია ვცდილობ, რომ სახლი გვქონდეს, პირველი კატეგორიის, ანუ უქონელთა დოკუმენტაცია მაქვს. პრეზიდენტსაც კი მივმართე წერილით, ბაქრაძესაც, ისინი საქმეს აქ გადმოსცემენ, ადგილზე კი გვეუბნებიან, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის. ახლა მინისტრიც შეიცვალა და საერთოდ სიჩუმეა, არავინ არაფერს ამბობს, რა იქნება, არ ვიცი. სამინისტროში რომ მიხვიდე, მინისტრამდე კი არა, მის სართულამდე ვერ მიაღწევ. 2-3-ჯერ ვიყავი, მაგრამ არ შემიშვეს. არჩევნების შემდეგ არ ვყოფილვარ”.

ამ სახლში ნინო ტყემალაძე 2012 წლის მაისში დასახლდა თუმცა, ელოდება, რომ ერთ დღეს ვინმე მივა და სახლის დატოვებას მოსთხოვს.

2001 წელს ნინო ხაშურიდან დედასთან და ძმასთან ერთად გორელოვკაში ჩამოვიდა. მაშინ ნინოს დედამ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის სწავლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გორელოვკის სკოლაში დაიწყო მუშაობა. პროგრამა ჩამოსული პედაგოგებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფასაც ითვალისწინებდა. ოჯახი ერთ-ერთ სახლში დასახლდა, რომელიც “კოსტავას” ფონდის ბალანსზე იყო. ამ სახლში ცხოვრობდა ნინო მეუღლესთან ერთად დაოჯახების შემდეგაც.

2008 წელს, როცა დუხობორთა სოფლებში აჭარიდან ეკომიგრანტების ჩამოსახლება დაიწყო, ფონდის სახლებიც აითვისეს. მაშინ დადგა დღის წესრიგში იმ სახლის დაკანონების საკითხი, სადაც ნინოს ოჯახი ცხოვრობდა.

- “გვინდოდა იმ სახლზე დოკუმენტები გაგვეკეთებინა, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს მხოლოდ აჭარლებისთვისაა. მაგრამ საქმე არ მივატოვეთ, ხაშურში წავედით და დიდი გაჭირვებით გავაკეთეთ დოკუმენტები. ვიდრე უკან დავბრუნდით, სახლი ძველი იყო და დიდი თოვლის გამო სახურავი ჩაინგრა, შემდეგ კი ყველაფერი ჩამოიშალა. ამ სახლის აღდგენა შეუძლებელია”, - გვიამბობს ნინო ტყემალაძე.

ხუთი შვილით უსახლკაროდ

ნაცნობმა დუხობორმა ქალბატონმა, რომელსაც საკუთარი სახლი ქონდა, მაგრამ ფონდის კუთვნილ სახლში ცხოვრობდა, საქმის მოგვარებამდე მრავალშვილიან ოჯახს თავისი სახლი დაუთმო. 2012 წლის აპრილში ნინოს ოჯახს განუცხადეს, რომ ბარგი 10 დღის განმავლობაში უნდა ჩაელაგებინათ, რადგან დუხობორები საკუთარ სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ასე დარჩა ოჯახი ღია ცის ქვეშ.
სოფელში არის თავისუფალი, ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი სახლი, მაგრამ ოჯახს იქ შესვლის უფლება არ მისცეს, რადგან მათი თქმით, სახლი ფონდს ეკუთვნის.

დარჩა მხოლოდ ერთი სახლი, სადაც ნინომ ოჯახთან ერთად შესვლა შეძლო. თუმცა, ოჯახი აქაც გამოსახლების შიშით ცხოვრობს. საცხოვრებელი ფართის საკითხის მოგვარების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.

- “იმედით ვცხოვრობთ, მოლოდინში, დღეს-ხვალ, არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ”, - ამბობს ნინო.

[აღუნიკ აივაზიანი, გორელოვკა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]
აბასთუმანში ხანძრის გამო სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა
ცხოვრება ავარიულ სახლში
ცხოვრება ნახევრადდანგრეულ მიწურში
საცხოვრებლად ქცეული სოფლის კლუბი
სოფელ კიკიბოში სამ ოჯახს სახლი ენგრევა
უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს