FM97.5 / LIVE

უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

მთავარისაზოგადოება 25.03.2015
დაზიანებული სახურავი, ჩანგრეული იატაკი და სოციალური დახმარების იმედად დარჩენილი მრავალშვილიანი ოჯახი. უტყისუბანში მცხოვრები მამულაძეები დახმარებას ითხოვენ.

უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში მცხოვრები მამულაძეების მრავალშვილიან ოჯახში, დაზიანებული სახურავის გამო, სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ. ორსართულიან შენობაში ცხოვრება მხოლოდ ერთ ოთახშია შესაძლებელი. ნესტისგან ჩანგრეულ იატაკზე ოჯახის წევრები ფრთხილად დადიან, რომ ფეხი არ დაიზიანონ.

„აქ გვძინავს, სტუმარსაც აქ ვიღებ და ბავშვებიც აქ სწავლობენ. ამ ერთ ოთახში ვცხოვრობ ჩემ ექვს შვილთან ერთად“, – ამბობს ოჯახის დიასახლისი ია მამულაძე.

მამულაძეების რვა სულიან ოჯახში, ექვსი მცირეწლოვანი შვილი იზრდება. სამი გოგო და სამი ბიჭი. უფროსი 15 წლისაა, უმცროსი ორის.
ოჯახში არავინ მუშაობს. მათი ერთადერთი შემოსავალი სამი თვის წინ დანიშნული სოციალური დახმარებაა, რომლიც 396 ლარს შეადგენს, თუმცა, ექვსი შვილის სარჩენად ეს საკმარისი არ არის.

მამულაძეების ქონება მოძველებული სახლი, ხის სათავსო, ექვსი მეასედი მიწა და ერთი ცხვარია, რომელიც ნათესავებმა აჩუქეს. ოჯახს თავი გაჭირვებით გააქვს. ხშირად საკვებით მეზობლები ეხმარებიან.
„იქნებ სახურავის შეკეთებაში დაგვეხმაროს ვინმე. ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. ძალიან გვიჭირს ექვსი შვილის რჩენა“, – ამბობს ია მამულაძე.

მამულაძეები სოფელ უტყისუბანში ორი წლის წინ ჩამოვიდნენ, ოჯახს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა რამდენჯერმე მოუწია. მეწყერის გამო აჭარიდან კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში ჩაასახლეს, თუმცა პირობები აქაც არ ჰქონდათ.

„მთავრობის ბინაში რვა წელი ვიცხოვრეთ, მაგრამ საკუთრებაში არ გადმოგვცეს. არანაირი პირობები არ გვქონდა. ერთ დღეს, რომ იმ სახლიდანაც გამოვეშვით ღია ცის ქვეშ მოგვიწევდა ცხოვრება, ამიტომ ვარჩიე ჩემი მეუღლის სოფელში ჩამოსვლა და აქ ცხოვრება. სახლი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს, რომ სახურავი და იატაკი მაინც შეგვაცვლევინოს“, – ამბობს ჯუმბერ მამულაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მამულაძეების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. გამგებლის მოადგილის არსენ ბალახაშვილის განმარტებით აღნიშნული საკითხით დაინტერესდებიან და ოჯახს შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.

„მოგვამრთონ, ან გამგებლის წარმომადგენელს ვთხოვ ამ საკითხში გაერკვეს. თანხით ვერ დავეხმარებით, თუმცა მასალის მიცემა შეგვიძლია. აქამდეც რომ არ მოგვმართეს მიკვირს. სოფელში მივა ინფრასტრუქტურის სამსახური და ადგილზე ნახავს, როგორ შევძლებთ დახმარებას“, – ამბობს არსენ ბალახაშვილი.
უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უტყისუბანში მრავალშვილიან ოჯახს ადიგენის გამგეობა თუნუქითა და ცემენტით დაეხმარება
30 თუნუქი და 10 ტომარა ცემენტი – დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახს
გაჭირვებული ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
ცხოვრება ავარიულ სახლში
ხარჯამის სასაფლაოზე მცხოვრები ალავიძეები დახმარებას ითხოვენ
ტყემლანაში ექვსი მცირეწლოვანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს [ფოტო/ვიდეო]