FM97.5 / LIVE

მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.08.2019
ფიცრებით და მუყაოს ქაღალდებით გაყოფილი ოთახები და მინების გარეშე დარჩენილი ფანჯრები – ახალციხეში, სოფელ მუგარეთში, ხაჩიძეების ცხრასულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.

მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]

ხაჩიძეები წლებია ავარიულ სახლში ცხოვრობენ. აივანზე იატაკი ჩანგრეულია, სახურავს კი საყრდენი აქვს გამოცლილი. დაზიანებული სახურავიდან ოთახებში წვიმის წყალი ჩადის. შენობაში, ოთახები ფიცრებით არის გაყოფილი, შპალერის ნაცვლად, ადგილ–ადგილ მუყაოს ქაღალდებია გაკრული.

„წვიმის დროს სახლში გუბეები დგება, ბავშვები სახლის რომელ კუთხეს შევაფაროთ არ ვიცით“, – გვეუბნება ნინო გოგოლაძე.

ამ სახლში ცხოვრება განსაკუთრებით რთული ზამთარშია: „ღუმელი შესასვლელში დგას, შეშას ვყიდულობთ, მაგრამ მაინც ძალიან ცივა“.

ამ სახლში ხუთი არასრულწლოვანი ცხოვრობს, სამი ბიჭი და ორი გოგო. ყველაზე დიდი 13 წლის არის ყველაზე პატარა ორის. მათ გარდა სახლში ბავშვების დედ–მამა, ბიძა და ბებია ცხოვრობენ.

სახლში არც საკმარისი ავეჯია, მხოლოდ ოთხი რკინის საწოლი დგას. ჭურჭლისა და ტანსაცმლის კარადებს კი კარი არ აქვს.

„მაცივარზე და სარეცხის მანქანაზე ლაპარაკი არც მაქვს. მარტო საწოლი, კარადა და ტელევიზორი გვაქვს. ვერაფერს ვყიდულობ და ვერც სახლს ვარემონტებ. ჩვენი შემოსავალი ბავშვების ჭამასა და ჩაცმაში არ გვყოფნის“, – გვეუბნება ოჯახის დიასახლისი.

მისი თქმით, ცხრასულიანი ოჯახის შემოსავალი მეუღლის ხუთას ლარამდე ხელფასი და სოციალური დახმარებაა: „ამ ფულით მარტო ფქვილს, ზეთს, მაკარონს და სხვა საჭირო პროდუქტს ვყიდულობ, მაგრამ თვის მოლომდე ესეც არ გვყოფნის“.

ნინო გოგოლაძე ამბობს, რომ ავარიული სახლის შესარემონტებლად და სახურავისთვის, დახმარებით ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ: „არავინ დაგვხმარებია. ბავშვებს სათამაშოებს ან ტკბილეულს თუ მოუტანს ვინე ეგაა“.

იციან თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობაში ხაჩიძეების პრობლემის შესახებ და რით შეძლებენ დახმარებას, ამ საკითხზე „სამხრეთის კარიბჭე“ მერიისგან პასუხს ელოდება.

მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]

მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]

მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]

მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]

მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მერია მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიანი ოჯახის მდგომარეობას შეისწავლის
ცხოვრება ავარიულ სახლში
ახალციხეში ოთხსულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]
ბორჯომის მერია 80 წლის ქალს ავარიული სახლის სახურავს შეუცვლის
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
ცხოვრება ნახევრადდანგრეულ მიწურში
სოფელ კიკიბოში სამ ოჯახს სახლი ენგრევა