FM97.5 / LIVE
სასაფლაოების გამო შექმნილი პრობლემის მოგვარებაში, პასუხისმგებლობას ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებს.">

ეკა ბესელია: ‘ადიგენში სასაფლაოს საკითხი თვითმმართველობამ უნდა მოაგვაროს’

მთავარიპოლიტიკა 13.10.2015
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ადიგენის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების გამო შექმნილი პრობლემის მოგვარებაში, პასუხისმგებლობას ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებს.

ეკა ბესელია: ‘ადიგენში სასაფლაოს საკითხი თვითმმართველობამ უნდა მოაგვაროს’

„ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, ამიტომ ამაში ჯერ ადგილობრივი სამართალდამცავები უნდა ჩაერთონ“, – აცხადებს ბესელია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქრისტიანისა და მუსლიმის დასაფლავების გამო შექმნილი პრობლემების შესახებ.

მისი თქმით, რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი პრობლემების მოგვარებას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება: „ამიტომ ეს საკითხი ადგილობრივმა თვითმმართველობამ ძალიან ფაქიზად და კორექტულად უნდა მოაგვაროს“.

სასაფლაოს პრობლემა რომ პირველ რიგში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს, ამაზე პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედავან ფოფხაძეც საუბრობს.

„ამ ადამიანებმა პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტებს უნდა მიმართონ, მაგრამ რადგან მათი უფლებები დაირღვა, შესაძლოა, ამაში ცენტრალური ხელისუფლებაც ჩაერიოს. თუმცა, პირველ რიგში ეს საკითხი მაინც მუნიციპალიტეტის დონეზე უნდა გადაწყდეს. რადგან საფლავების გახსნას კურირებს მუნიციპალიტეტი“, – ამბობს ფოფხაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კი აცხადებს, თუ სოფელში სასაფლაო არსებობს, გარდაცვლილი იქ უნდა დაასაფლაონ და არ ესმის, რა საჭიროა ახალი სასაფლაოს გახსნა. ასევე, იგი ირწმუნება, რომ ყველა გარდაცვლილს შესაბამისი პატივი უნდა მიეგოს, თუმცა, როგორ შეიძლება მოხდეს ეს მაშინ, როცა მუსლიმს ქრისტიანის, ქრისტიანს კი მუსლიმების სასააფლაოზე არ ასაფლავებენ, სოფელში კი ახალი სასაფლაოს გახსნის საშუალება არ ექნებათ, ამბობს: „მეტს აღარ გიპასუხებთ“.

შეგახსენებთ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში ქრისტიანის, სოფელ ადიგენში კი მუსლიმის დასაფლავების პრობლემა შეიქმნა. ამის გამო ორივე სოფელში მუსლიმი და ქრისტიანი თემი ერთმანეთს დაუპირისპირდა. მისცემს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც ქრისტიან, ასევე, მუსლიმ თემს სოფელში ახალი სასაფლაოს გახსნის უფლებას, უცნობია.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს
ადიგენში სასაფლაოს  საკითხს რელიგიის სააგენტო განიხილავს
დაიწყო თუ არა ადიგენის გამგეობამ მუსლიმების  სასაფლაოს საკითხის შესწავლა
ადიგენში სასაფლაოს მიწა ჯერ ისევ კერძო საკუთრებაშია
ადიგენში  სასაფლაოს ტერიტორიას ათვალიერებენ
ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
დავა სასაფლაოს გამო სოფელ ადიგენში [Photo]