FM97.5 / LIVE

ადიგენის მუსლიმმა და ქრისტიანმა თემმა შეთანხმებას მიაღწია

მთავარისაზოგადოება 02.03.2016
ადიგენში სასაფლაოს ადგილის გამო დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგა, მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს.

ადიგენის მუსლიმმა და ქრისტიანმა თემმა შეთანხმებას მიაღწია

დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება დღეს, 2 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შედგა.

შეხვედრას, რომელიც 09:30 საათზე დაიწყო, ორივე მხარიდან როგორც საერო, ასევე სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგალრ ქამაშიძე, სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, ჭულეს მონასტრის წინამძღვარი მამა ანთიმოზი, ერთ–ერთი სასულიერო პირი ზარზმის მონასტრიდან და სოფელ ადიგენში მცხოვრები ადგილობრივები, როგორც მუსლიმები, ასევე ქრისტიანები.

დაახლოებით ერთსაათიანი დისკუსიის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სოფელ ადიგენში არსებული სასაფლაოს ტერიტორია გაიზარდოს, ანუ, გამოიყოს დამატებითი ადგილი, სასაფლაოსთან და სივრცე ორად გაიყოს. შეთანხმების მიხედვით, სასაფლაოს ექნება ორი შესასვლელი.

როგორც დასავლეთ საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ განაცხადა, ორივე მხარე მოლაპარაკების ამ პირობებს დასთანხმდა და შეხვედრა დასრულდა: "უახლოეს დღეებში გამოიყოფა ადგილი სასაფლაოსთვის. აქ ყველაფერი მოგავრებულია, მე ბათუმში დავბრუნდები".

შეგახსენებთ, სოფელ ადიგენში დაპირისპირება სასაფლაოს გამო ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარების ესკალაცაი რელიგიის სააგენტოს რეკომენდაციამ გამოიწვია, რომლის ტანახმად, თვითმმართველობას მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოეყო. ადგილობრივი ქრისტიანები ამ გადაწვეტილებას ეწინააღმდეგეოდნენ, ისინი ფიქრობდნენ, რომ შემდეგში სასაფლაოს ტერიტორიაზე მუსლიმი თემი მეჩეთს ააშენებდა. 29 თებერვალს ეს დაპირისპირება შეხლა–შემოხლაშიც გადაიზარდა, რის შედეგად სამი ადამიანი დაზარალდა, ამათგან ერთს თვალი დაუზიანდა, ერთს თავზე აქს ჭრილობა, ერთი კი შეუძლოდ გახდა.

გუშინ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ეცადა. იგი მხარეებს სთავაზობდა გამოეყოთ სამ–სამი წარმომადგენელი მოლაპარაკებისთვის, თუმცა, მუსლიმები ამ მოთხოვნას არ დასთანხმდნენ. გუშინ სოფელ ადიგენს დაპირისპირებისგან მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცავი უწყებები იცავდნენ, მათ მხარეებს შორის კორიდორი ჰქონდათ გაკეთებული.

[ნინო ნარიმანიშვილი, თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში  სასაფლაოს ტერიტორიას ათვალიერებენ
ადიგენში ბეგლარ ქამაშიძეს ელოდებიან
ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს
სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჭელაში მუსლიმებს ხვდება
დავა სასაფლაოს გამო სოფელ ადიგენში [Photo]
ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ