FM97.5 / LIVE

ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი მენეჯერი საკუთარ კლინიკას ხსნის

მთავარი 02.07.2013
ახალციხის კლინიკა „იმედში“ მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება და უახლოეს დღეებში პირველ პაციენტს მიიღებს.

ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი მენეჯერი საკუთარ კლინიკას ხსნის
ახალციხეში, ახალქალაქის გზატკეცილის ჩიხში #3-ში მდებარე ორსართულიან შენობაში სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა. აპარატურის ნაწილს ხვალ დაამონტაჟებენ, ნაწილი ჯერ დასაწყობებულია, ნაწილი კი განსაბაჟებელი.

„ჯანდაცვის სამინისტროს მივმართავთ და მარტივი ადმინისტრაციული წესის თანახმად მოვიპოვებთ ნებართვას სატაციონარულ საქმიანობაზე, ეს იქნება გინეკოლოგიური, ქირურგიული, რეანიმაციული, სამეანო და სხვა. რაც შეეხება ამბულატორიულ საქმიანობას, ნებართვა არ სჭირდება“, - გვიხსნის საავადმყოფოს დამფუძნებელი და მენეჯერი დავით მაისურაძე.

მან ახალციხეში ახალი კლინიკის გახსნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალციხის საავადმყოფო „ალდაგი ბისიაის“ შვილობილი კომპანიის „ჩემი ოჯახის კლინიკის“ საკუთრებაში გადავიდა. იგი ამ დრომდე აღნიშნულ დაწესებულებაში ყელ-ყურ ცხვირის ექიმია: „იქ არსებული სიტუაცია არ მაძლევს მშვიდად მუშაობის საშულებას. ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა ახალი საავადმყოფოს გახსნა“.

მისი თქმით, თუ 1 ოქტომბრამდე საავადმყოფოდან წამოვა, მაშინ ჯარიმის გადახდა მოუწევს: „ამიტომ, განცხადების დაწერას წამოსვლის შესახებ, არ ვაპირებ, თუ სურთ, თავად გამათავისუფლონ“.

ამბულატორიულ მუშაობას ახალი საავამდყოფო ადგილობრივი ექიმებით დაიწყებს. თუმცა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სპეციალისტებს თბილისიდანაც მოიწვევენ. ასვე შეიცვლება მენეჯერიც, დავით მაისურაძე საავადმყოფოში დარჩენას მხოლოდ ექიმის პოზიციაზე აპირებს.

კითხვაზე - ქალაქში მოქმედ საავადმყოფოებს აქ არსებული ტარიფებით გაუწევს თუ არა კონკურენციას გვპასუხობს, რომ ტარიფებზე საუბრისგან თავს შეიკავებს: „არაკორექტულია ვისაუბრო სხვის ტარიფზე ჩემი გადასახედიდან“.

მაისურაძის განცხადებით „იმედი“კანონის შესაბამისად აღჭურვილი და გაწყობილი სამედიცინო დაწესებულება იქნება.

ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი მენეჯერი საკუთარ კლინიკას ხსნის

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საავადმყოფო და გამგეობა ტომოგრაფიის აპარატზე დავობენ
ახალციხის  საავადმყოფოდან წამოსულმა კარდიოლოგმა კერძო კლინიკა გახსნა
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
ახალციხის საავადმყოფოში ისევ შემცირებებია
ექიმები ახალციხის საავადმყოფოდან ’ალდაგი ბისიაის’გასვლას ითხოვენ
ექიმმა  ”ალდაგს” სასამართლო პროცესი მოუგო
ახალქალაქში ვენერიულ დაავადებათა დისპანსერი დაიხურა