FM97.5 / LIVE

ახალციხის საავადმყოფოს ექიმები ტოვებენ

მთავარი 16.04.2013
”უნიმედი სამცხე” ახალციხის სამედიცინო დაწესებულების ქირურგიული განყოფილების უფროსი გოგი გოგოტიშვილი საავადმყოფოდან წავიდა. სამსახურის დატოვებას სხვა ექიმებიც აპირებენ

ახალციხის საავადმყოფოს ექიმები ტოვებენ

15 აპრილს საავადმყოფოს თანამშრომლებს ხელშეკრულების ვადა შეუწყდათ. ახალ ხელშეკრულებაზე ხელი ქირურგმა გოგი გოგოტიშვილმა, აღარ მოაწერა.

”მუშოაბა იმ კომპანიასთან, რომელიც საავადმყოფოში შემოვიდა პრაქტიკულად შეუძლებელია. არ ვიყავი თანახმა მემუშავა იმ პირობებში რომელსაც კლინიკის მფლობელი გვთავაზობდა”, - აცხადებს ყოფილი ექიმი და ამატებს, რომ ანაზღაურება, ასევე ხელმძღვანელების ტონი, მათი გონორით საუბარი და საავადმყოფოში შექმნილი ვითარება მისთვის მიუღებელი იყო.

გოგოტიშვილი თბილისიდან ახალციხეში სამუშაოდ 5 წლის წინ გადმოვიდა. მან ახალციხე უკვე დატოვა და როგროც”სამხრეთის კარიბჭესთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა უკვე მუშაობაც დაიწყო: ”თბილისში პირველ საავადმყოფოში ქირურგიული განყოფილების უფროსად დავინიშნე”.

მისი თქმით, საავადმყოფოს დატოვებას ათობით ექიმი აპირებს.

”ჯერ არ ვიცი რას ვიზამ, შესაძლოა სამსახურიდან წავიდე”, - აცხადებს
რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის განყოფილების გამგე ამბროსი მოდებაძე.

მოდებაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა შრომის ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოსაც მიმართოს. მოდებაძე იმ ორი თვის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც საავადმყოფოს მფლობელ კომპანიას მისთვის უნდა გადაეხადა: მას შემდეგ რაც ახალციხის საავადმყოფოში ”ალდაგის” შვილობილი კომპანია ”ჩემი ოჯახის კლინიკა” შევიდა ახალმა ხელმძღვანელობამ მედ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებები 6-თვიანი ვადით 15 სექტემბერს გააფორმა. მის თანახმად საავადმყოფოს თანამშრომლები ანაზღაურებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული ხელფასის საშუალო ოდენობით აიღებდნენ. რადგან შეთავაზება მისაღები იყო, ექიმებმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. თუმცა, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, პირველ დეკემბერს თანამშრომლებს ხელის მოწერა ახალ შრომით ხელშეკრულებაზე მოსთხოვეს. მას ხელი ექიმებმა 13 თებერვლამდე არ მოაწერეს, თუმცა ანაზღაურებას სწორედ ხელმოუწერელი ხელშეკრულების პირობების მიხედვით იღებდნენ.

სასამართლოს მიმართავს თუ სამსახურს იურიდიული გარჩევების გარეშე დატოვეს ჯერ გადაწყვეტილი არც ქირურგ პავლე პეტაშვილს აქვს: ”ორი დღე გვაქვს ვადა ხელშეკრულებაზე ხელისმოწერამდე, ჯერ ზუსტად არ ვიცი როგორ მოვიქცევი”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ექიმმა  ”ალდაგს” სასამართლო პროცესი მოუგო
ბიზნესად ქცეული ჯანდაცვა
ახალციხის საავადმყოფოს ექიმები: ”ჩვენ ვართ თანამედროვე მონები”
ახალციხის საავადმყოფოში შემცირებებს ელოდებიან
ახალციხის საავადმყოფოში ისევ შემცირებებია

ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს