FM97.5 / LIVE

ვინ მიიღებს დახმარებას – ახალციხის გამგეობა ბენეფიცირების არეალს აფართოებს

მთავარიეკონომიკა 28.01.2016
2016 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ოჯახების გარდა 70–ლარიან სასურსათო პაკეტს, სხვა შეჭირვეული ოჯახებიც მიიღებენ, თანაც, წელიწადში 2–ის ნაცვლად, 4–ჯერ.

ვინ მიიღებს დახმარებას – ახალციხის გამგეობა ბენეფიცირების არეალს აფართოებს

2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში შესატან ცვლილებებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა გუშინ, 27 იანვარს, საკრებულოს რიგით მეორე სხდომაზე უყარეს კენჭი.

ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ლტოლვილებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პაკეტით, აქამდე მხოლოდ ორჯერ: საახალწლოდ და სააღდგომოდ ეხმარებოდა. 2016 წლიდან კი აღნიშნული ოჯახები დახმარებას კვარტალურად, ანუ, სამ თვეში ერთხელ მიიღებენ. გარდა ამისა, სასურსათო პაკეტით დაეხმარებიან იმ ოჯახებსაც, რომლებიც შეჭირვებულად ცხოვრობენ, თუმცა სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვთ მინიჭებული.

„აქამდე 75 ათას ქულამდე ვისაც ქონდა მინიჭებული, იმ ოჯახებს ვეხმარებოდით. ახლა ეს შეზღუდვა მოვხსენით. ვინაიდან ახალი გადათვლის პაკეტმა ოჯახებს საცხოვრებელი სახლის მიხედვითაც მიანიჭა მაღალი ქულები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გამოსწორდა“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი თამილა ადვაძე.

იმ ოჯახებმა, ვინც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ არის, მაგრამ, რეალურად შეჭირვებულია, გამგეობას განცხადებით უნდა მიმართონ.
„ განცხადებას დაწერენ მოქალაქეები და შემდგომში მისი გამყარება მოხდება ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის საშუალებით, ანუ, ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა უნდა დაადასტუროს, რომ ეს ოჯახი ნამდვილად საჭიროებს დახმარებას“, – განმარტავს თამილა ადვაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პერიტონიული დიალეზით მოსარგებლე ბენეფიცირები დახმარებას მიიღებენ
ახალციხის  გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი იცვლება
ახალციხის გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი შეიცვალა
ახალციხის თემში 'მთის კანონი' უკვე 7.780 პირს ეხება
ახალციხის გამგეობა 70 სოციალურად დაუცველ ოჯახს სამშენებლო მასალას გადასცემს
ახალციხის გამგეობა შეჭირვებულ ოჯახებს სამშენებლო მასალებით აღარ დაეხმარება
ახალციხის თემმა ერთჯერადი სოციალური დახმარებები მრავალჯერადი გახადა