FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობა 70 სოციალურად დაუცველ ოჯახს სამშენებლო მასალას გადასცემს

მთავარიეკონომიკა 26.06.2015
სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა სამშენებლო მასალით დაეხმარება.

ახალციხის გამგეობა 70 სოციალურად დაუცველ ოჯახს სამშენებლო მასალას გადასცემს

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სამშენებლო მასალები იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდება, ვინც გამგეობას განცხადებით მიმართავს. ამ ეტაპზე ასეთი 70 ოჯახია.

„ვინც მოგვმართა განცხადებით, ყველა ოჯახი შევისწავლეთ. ზოგს სახურავი აქვს დაზიანებული, არიან ოჯახები, რომელთა სახლშიც ბზარებია გაჩენილი. მათთვის სამშენებლო მასალის დარიგებას ეტაპობრივად უკვე ვიწყებთ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე და ამატებს, რომ კიდევ არის რამდენიმე ოჯახის განცხადება, რომელსაც გამგეობის წარმომადგენლები ამ ეტაპზე სწავლობენ.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, სამშენებლო მასალით ის ოჯახებიც დაკმაყოფილდებიან, რომელთაც გასულ წელს ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლის სახურავები დაუზიანა.

„გასულ წელს რამდენიმე სოფელში, ჭვინთაში, წნისში, მუსხში, ანდრიაწმინდაში, ურაველსადა კიდევ რამდენიმე სოფელში ძლიერმა ქარმა ადგილობრივებს სახლის სახურავები დაუზიანა, ჩვენ სამშენებლო მასალებს მათაც გადავცემთ“, – ამბობს მელიქიძე.

სამშენებლო მასალის შესაძენად ახალციხის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 ათასი ლარი გამოყო.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობა შეჭირვებულ ოჯახებს სამშენებლო მასალებით აღარ დაეხმარება
ახალციხის გამგეობამ 70 ოჯახს სამშენებლო მასალები გადასცა
ძლიერმა ქარმა ასპინძაში შენობებს  სახურავი გადახადა
ახალქალაქში ძლიერმა ქარმა 17–მდე სოფელი დააზარალა
ახალციხეში ადმინისტრაციულ შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი დაუზიანა
გამგეობა სტიქიით დაზარალებულებს სამშენებლო მასალებით დაეხმარა
30 თუნუქი და 10 ტომარა ცემენტი – დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახს