FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი იცვლება

მთავარიპოლიტიკა 19.02.2015
სოციალურ დახმარებას, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულებთან ერთად სხვა მოქალაქეებიც მიიღებენ. მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალური დახმარების გაცემის წესში ხუთი ცვლილება შეიტანა.

ახალციხის  გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი იცვლება
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ის მოქალაქეები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ არიან რეგისტრირებულები და სამედიცინო გამოკვლევა სჭირდებათ, თვითმმართველობაში 50%–ით, არაუმეტეს 300 ლარით, დააფინანსებენ. აქამდე, სამედიცინო გამოკვლევებისთვის დახმარების მიღება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ სოციალურად დაუცველებს შეეძლოთ.

„ასევე, აქამდე, ჩვენ სამედიცინო სადიაგნოსტიკო გამოკვლევებს სოციალურად დაუცველებს ერთჯერადად ვუფინანსებდით. ახლა ამ პუნქტში შევიტანეთ ცვლილება, რომლის თანახმადაც გადასახდელი და გადახდილი თანხა 100%–ით ანაზღაურდება, ოღონდ არა უმეტეს 500 ლარისა“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ალექსი ლაბაძე.

ცვლილება შევიდა დიალეზზე მყოფი ბენეფიციარების სოციალური დახმარების საკითხშიც. თუ აქამდე წელიწადში ერთი ბენეფიციარისთვის გამოყოფილი იყო 150 ლარი, ახლა თანხა გაორმაგდა და 300 ლარი გამოიყო. თითო ბენეფიციარი წელიწადში ორჯერ, აღდგომასა და ახალწელს 150–150 ლარს მიიღებს.

გაიზარდა ობოლი ბავშვებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობაც. ასეთი მუნიციპალიტეტის გამგეობაში სულ ორი ბავშვია. აქამდე თითო წელიწადში ერთჯერადად 100 ლარს იღებდა, ამის შემდეგ კი ყოველთვიურად 50 ლარს მიიღებენ.
აღნიშნული საკითხები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომაზე განიხილეს და ყველა ცვლილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში სოციალური პაკეტის ოდენობა გააორმაგეს
ახალციხის გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი შეიცვალა
ვინ მიიღებს დახმარებას – ახალციხის გამგეობა ბენეფიცირების არეალს აფართოებს
სოციალურად დაუცველებს სასამართლოში სამოქალაქო დავისას სახელმწიფო ადვოკატი დაიცავს
რა შეცვალა ახალციხის თემმა სოციალურ პაკეტში
ვის დაუფინანსდება ოპერაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან?
ახალციხის თემმა ერთჯერადი სოციალური დახმარებები მრავალჯერადი გახადა