FM97.5 / LIVE

ახალციხის თემმა ერთჯერადი სოციალური დახმარებები მრავალჯერადი გახადა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 09.01.2017
ახალციხის თემმა, 2017 წლის ბიუჯეტიდან, სოციალური დახმარების გაცემის ახალი წესი დაამტკიცა. ახალ პაკეტში, ოპერაციების, კვლევებისა და მკურნალობის დაფინანსება, სოციალურად დაუცველი მოსახლეობსიათვის, მრავალჯერადი გახდა.

ახალციხის თემმა ერთჯერადი სოციალური დახმარებები მრავალჯერადი გახადა

ახალციხის თემის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, 2017 წლიდან, სოციალურ დახმარებას ახალი წესის მიხედვით მიიღებს. საკრებულოში ამბობენ, რომ "პაკეტი წინა წელთან შედარებით უფრო გაფართოვდა. ბარიერები მოხსნილია და ბევრი ერთჯერადი დახმარება, მრავალჯერადი გახდა“.

მათივე ინფორმაციით, გასულ წელს დახმარებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ის კატეგორია იღებდა, რომელთა შეფასება 0–დან 120 000 ქულამდე იყო განსაზღვრული. ახალი წლიდან კი ბარიერი 0–დან 150 000 ქულამდე აიწია;

სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის განსაზღვრული ერთჯერადი კვლევა, მკურნალობა და ოპერაცია მრავალჯერადი გახდა. მათ შეუძლიათ დაფინანსება საჭიროების მიხედვით, წლის განმავლობაში რამდენიმე მიიღონ, გაწერილი ლიმიტების შესაბამისად. რაც შეეხება წლიურ ლიმიტს, 600 ლარიდან იგი 1000 ლარამდე გაიზარდა;

დაფინანსების თანხა გაიზარდა სოციალურის მუხლებშიც.

✔️ კერძოდ, შშმ ბავშვებისათვის დაფინანსება 75 ლარიდან, 100 ლარამდე გაიზარდა;

✔️ დედ–მამით ობოლი ბავშვებისათვის დაფინანსება 75 ლარის ნაცვლად, 100 ლარი გახდა;

✔️ გაორმაგდა უხუცესთა დახმარება – 200ლარის ნაცვლად ისინი 400 ლარს მიიღებენ;

✔️ ვეტერანების დახმარება 200 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა;

✔️ დიალეზით მოსარგებლე ბენეფიციარების სოციალური დახმარება 600 ლარის ნაცვლად 1000 ლარი გახდა. ისინი ყოველ კვარტალურად 150 ლარის ნაცვლად, 250 ლარს მიიღებენ;

როგორც გამგეობაში განმარტავენ, ეს თანხა მათი მედიკამენტებისა და გზის ხარჯებისათვის განისაზღვრება, რადგან მათ ყოევლ ორ დღეში ბორჯომის მიმართულებით გადაადგილება უწევთ;

"ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000–მდეა, ოპერაციები მრავალჯერადად დაუფინანსდებათ. იყო შემთხვევები, რომ დასჭირდათ მეორედ უფრო ძვირადღირებული ოპერაცია, ვიდრე ისარგებლეს და ვინაიდან პირველი დაფინანსებული ჰქონდათ უარის თქმა მოგვიწია, ამიტომ ეს შეძღუდვა მოიხსნა და გახდა მრავალჯერადი“, – განმარტავს ახალციხის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის განყოფილების უფროსი თამილა ადვაძე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პერიტონიული დიალეზით მოსარგებლე ბენეფიცირები დახმარებას მიიღებენ
ბორჯომში სოციალური პაკეტის ოდენობა გააორმაგეს
COVID-19: რამდენ ლარს მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები
ვინ მიიღებს 600 ლარიან დახმარებას
ახალციხის გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი შეიცვალა
მაღალმთიან დასახლებაში პენსია და დახმარება  იზრდება
ერთჯერადი დახმარებები შშმ ვეტერანებს