FM97.5 / LIVE

პერიტონიული დიალეზით მოსარგებლე ბენეფიცირები დახმარებას მიიღებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.05.2016
ახალციხის გამგეობა პერიტონიული დიალეზით მოსარგებლე ბენეფიცირებისათვის დაფინანსებას გამოყოფს. შესაბამისი დადგენილება, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღეს, 30 მაისს, მიიღეს.

პერიტონიული დიალეზით მოსარგებლე ბენეფიცირები დახმარებას მიიღებენ

ახალციხის გამგეობის სოციალური დახმარების გაცემის წესის 22–ე მუხლში ცვლილება შევიდა. მისი ბენეფიციარები თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტები არიან, რომლებიც ჩანაცვლებით თერაპიას ჰემოდიალეზით გადიან. ეს ბენეფიციარები ადგილობრივი თვითმმართველობიდან ყოველ კვარტალურად 150 ლარის ოდენობით დახმარებას იღებენ.

ამ დრომდე დახმარებით მხოლოდ 11 ადამიანი სარგებლობს.

დადგენილებაში შეტანილი ცვლილბების შესაბამისად, დახმარებას ის პაციენტებიც მიიღებენ, რომლებიც მკურნალობას პერიტონიული დიალეზით გადიან.

"ჰემოდიალეზით მოსარგებლე პაციენტების გარდა, თირკმლით ჩანაცვლების თერაპიას გადიან ასევე პერიტონიული დიალეზით მოსარგებლეებიც. მართალია, იგი სახლის პირობებში ტარდება, მაგრამ ესეც თირკმლის ქრონიკული დაავადების საკმაოდ მძიმე ფორმაა, მეოთხე – მეხუთე კატეგორია. ისინი ყოველდღიურად, ყოველ 4 საათში გადასხმას საჭიროებენ“, – განმარტავს ახალციხის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი თამილა ადვაძე.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე გამგეობას მსგავსი დაავადების მქონე ერთმა პიროვნებამ მიმართა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემმა ერთჯერადი სოციალური დახმარებები მრავალჯერადი გახადა
ვინ მიიღებს დახმარებას – ახალციხის გამგეობა ბენეფიცირების არეალს აფართოებს
ახალციხის გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი შეიცვალა
პენსიონერებს და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს წამლებს ფოსტა მიაწვდის - მინისტრი
სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე ფულად დახმარებას მიიღებენ
ახალციხის  გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი იცვლება
სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ