FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობა შეჭირვებულ ოჯახებს სამშენებლო მასალებით აღარ დაეხმარება

მთავარიეკონომიკა 17.02.2016
რატომ ამოიღო სოციალური დახმარების გაცემის წესიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, გაჭირვებული ოჯახის სამშენებლო მასალებით დახმარება და რა ბედი ელით იმ ოჯახებს, ვინც დახმარებით გასულ წელს ვერ ისარგებლა;

ახალციხის გამგეობა შეჭირვებულ ოჯახებს სამშენებლო მასალებით აღარ დაეხმარება

ნორა ჩუტკერაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში ცხოვრობს. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ მისი სახლი ავარიულია, მეორე სართულზე კედლებს ბზარები ყოველდღიურად ემატება. დაზიანებული კედელის შეკეთების საშუალება კი არ აქვს.

„გამგეობაში, მისაღებში მივედი, ვუთხარი, რომ განცხადების დაწერა მინდოდა, მაგრამ უარი მითხრეს, აღარ ვეხმარებით სამშენებლო მასალებითო“, – ამბობს ნორა.

მისი თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას გასულ კვირას მიმართა: „ავდექი და წამოვედი, აღარაფერი მითქვამს. დახმარება რამდენიმე წლის წინ მომიხსნეს. ოჯახში მარტო მეუღლე მუშაობს, მისი შემოსავალი ექვსსულიანი ოჯახის გამოსაკვებადაც არ არის საკმარისი“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაგვიდასტურეს, რომ პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს, დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად სამშენებლო მასლებით ეხმარებოდნენ, ნამდვილად აღარ აქვთ.

„შარშან დასრულდა ეს პროგრამა ამ კუთხით. გასულ წელს შემოსული განცხადებები რაც იყო, საჭიროებისამებრ ყველას დავეხმარეთ. წელს ახალი პროგრამები დავამატეთ, მაგალითად სიმსივნით დაავადებულების და უსახლკაროების დასახმარებლად, რომლის აუცილებლობაც დადგა“ , – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე.

მისი თქმით, ჩუტკერაშვილებს შეუძლიათ განცხადება მუნციპალიტეტის გამგებლის სახელზე მაინც დაწერონ. ამ შემთხვევაში სპეციალური კომისია ვითარებას შეისწავლის და თუ მდგომარეობა სავალალოა, აუცილებლად დაეხმარებიან.

გასულ წელს მუნიციპალიტეტის გამგეობა სამშენებლო მასალებით 160 ბენეფიციარს დაეხმარა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 485 ლარი დაიხარჯა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობა 70 სოციალურად დაუცველ ოჯახს სამშენებლო მასალას გადასცემს
გამგეობა სტიქიით დაზარალებულებს სამშენებლო მასალებით დაეხმარა
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
იმერთუბანში ხანძრით დაზარალებულს სამშენებლო მასალებით დაეხმარებიან
უტყისუბანში მრავალშვილიან ოჯახს ადიგენის გამგეობა თუნუქითა და ცემენტით დაეხმარება
ახალციხის გამგეობამ 70 ოჯახს სამშენებლო მასალები გადასცა
30 თუნუქი და 10 ტომარა ცემენტი – დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახს