FM97.5 / LIVE

რას აღიარებს წარდგენილ ბრალში შალვა აბულაძე

მთავარისამართალი 21.12.2015
პოლიციელების მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებულს შალვა აბულაძეს განაჩენი ისე გამოუტანეს, რომ მისი პოზიცია ბრალთან დაკავშირებით უცნობი იყო, იგი ჩადენილ დანაშაულს არც აღიარებდა და არც უარყოფდა.

რას აღიარებს წარდგენილ  ბრალში შალვა აბულაძე
შალვა აბულაძის ადვოკატი, რომელიც ბოლო პროცესებზე სხდომებს აღარ ესწრებოდა, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილი სხვადასხვა ეპიზოდებიდან მხოლოდ ერთს, მაყუჩიანი იარაღის, ასევე მაკაროვის ტყვიების უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას აღიარებს. რაც შეეხება გლოკის ტიპის იარაღს, ასევე პოლიციელების მკვლელობას, კატეგორიულად უარყოფს.

„სასამართლოს არ აქვს არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც აბულაძის დანაშაულს დაადასტურებს. რომც თქვას შალვამ ვაღიარებ დანაშაულსო რითი უმტკიცებენ?! ამ საქმეს ვანო მერაბიშვილის ხელის ბიჭი იხილავდა და თავიდანვე ვამბობდი, რომ აბულაძეს სამუდამოს მისცემდნენ, ეს არც გამკვირვებია“, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

მისი თქმით, განსაკუთრებით ბორჯომის ეპიზოდში შეუძლებელია პოლიცილის მკვლეობაში აბულაძის დადანაშაულება: „სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ ვერ დაადგინა სიკვდილის მიზეზი. ის კაცი ექიმებმა მოკლეს და არა აბულძემ“.

ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ. უფრო მეტიც ამ საქმეს სტრასბურგში წაიღებს.

რაც შეეხება იმას, რომ მას აბუალძე უნდობლობას უცხადებდა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ბოლო დროს სხდომებს არ ესწრებოდა, ამბობს რომ სიცრუეა: „განცხადება აბულაძის მიერ იმის შესახებ, რომ მე არ მენდობა განგებ დაიწერა. ეს იყო ერთადერთი გზა რაც მე კანონით მომცემდა უფლებას, რომ პროცესებს აღარ დავსწრებოდი. პროტესტის გამო რომ პროცესს არ დავეწსრო ამის უფლება არ მაქვს. ჩვეულებრივ ვაგრძელებ ამ საქმეზე მუშაობას. ხვალ აბუალძესაც შევხვდები“, – ამბობს ხაჭაპურიძე.

შეგახსენებთ, დღეს პოლიციელების მკვლელობაში ბრლადებულ შალვა აბუალძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შალვა აბულაძის პროცესს 30 პოლიციელი ესწრება
რისთვის მიუსაჯეს შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა – განმარტებები
შალვა აბულაძე ადვოკატს უნდობლობას უცხადებს
ახალციხის სასამართლო შალვა აბულაძის საქმეს განიხილავს, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება
შალვა აბულაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება
შალვა აბულაძის კვების საკითხით გედევან ფოფხაძე დაინტერესდება
შალვა აბულაძე: 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო