FM97.5 / LIVE

შალვა აბულაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება

მთავარისამართალი 06.10.2015
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის პროცესზე დაცვის მხარე არ გამოცხადდა, ამის გამო ბრალდების მხარის წარმოდგენილი შვიდი მოწმე ვერ დაკითხეს.

შალვა აბულაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება
დღეს, 6 ოქტომბერს, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის სხდომაზე თავად ბრალდებული არ გამოცხადდა. პროცესზე დასწრებაზე რომ უარს აცხადებს, ამის შესახებ ახალციხის რაიონულ სასამართლოს მეშვიდე საპყრობილედან წერილობით აცნობეს.
პროცესზე არც ბრალდებულის ინტერესების დამცველი შალვა ხაჭაპურიძე გამოცხადდა.

„როგორც თანაშემწემ გაარკვია შეუძლოდ ყოფილა, არ ვიცით რამდენად საპატიოა ეს მიზეზი, ალბათ შესაბამის დოკუმენტს წარმოადგენს“, – განაცხადა პროცესზე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა.

როგორც სხდომაზე პროკურორმა დავით მეფარიძემ განაცხადა, მას დღეს დასაკითხად წარმოდგენილი 7 მოწმე ჰყავდა, თუმცა იმის გამო, რომ საქმე დაცვას ექვემდებარება, ვერცერთს ვერ დაკითხავენ.

იმის გამო, რომ მომავალში პროცესი არ გაჭიანურდეს, მომავალი სხდომიდან აბულაძის საქმეში, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სახაზინო ადვოკატები ჩაერთვებიან.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, დღეს მოწმეები როგორც თბილისში, ასევე, ბორჯომში მომხდარი მკვლელობის შესახებ უნდა დაკითხულიყვნენ.

საქმეზე დასაკითხ მოწმეთა სია 200–ს სცილდება, თუმცა როგორც პროკურორი ამბობს, მათ შორის მხოლოდ ნაწილი დაიკთხება: „მიზანშეწონილად რამდენსაც ჩავთვლით, იმდენს დავკითხავთ“.

შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ბრალად ედება: პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი) ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა.

2015 წლის 11 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა ქ.თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება
ახალციხის სასამართლო შალვა აბულაძის საქმეს განიხილავს, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე განაჩენამდე წიგნის გამოცემას აპირებს
გრძელი წვერი, ფრჩხილები და თმა – ადვოკატების თქმით, შალვა აბულაძეს ციხეში აწამებენ
შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა
გაგრძელდება თუ არა შალვა აბულაძის საქმის არსებითი განხილვა მის გარეშე
შალვა აბულაძე ადვოკატს უნდობლობას უცხადებს