FM97.5 / LIVE

შალვა აბულაძის კვების საკითხით გედევან ფოფხაძე დაინტერესდება

მთავარისამართალი 15.10.2015
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის კვების საკითხით, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე დაინტერესდება.

შალვა აბულაძის კვების საკითხით გედევან ფოფხაძე დაინტერესდება

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე სასამართლოში, მის საქმეზე მიმდინარე პროცესებს აღარ ესწრება. ბრალდებულის გარეშე უკვე სამი პროცესი გაიმართა. აბულაძე აცხადებს, რომ მგზავრობის დროს და სასამართლოში საჭმელს არ აჭმევენ და ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება.

„დღემდე უკანონოა და დაუსაბუთებელი 6–თვიანი წამება. ვინაიდან სასამართლო დაშორებულია საპატიმრო დაწესებულებას, თბილისიდან ახალციხემდე და მანდ, პროცესზე დასწრებას 12 საათი სჭირდება, მე ამ დროის განმავლობაში მშიერი ვარ. ეს შიმშილი ჩემზე ძალიან მოქმედებს, ბოლო პროცესზე რომ ვიყავი, ციხისგან მოვითხოვე კვება, თუმცა უარი მივიღე. 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას, რომ პროცესს დავესწრო. თუ არ მომცემენ საჭმელს, იგივე განმეორდება შემდეგ პროცესზეც“, – ნათქვამი იყო შალვა აბულაძის წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა 1 ოქტომბერს გამართულ პროცესზე წაიკითხა. მას შემდეგ ორი პროცესი გაიმართა და აბულაძე არცერთს აღარ დასწრებია.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არაა, თუმცა აუცილებლად დაინტერესდება.

„გამორიცხულია, რომ მას საკვებს არ აძლევენ. ეგ თვითონ ამბობს საკვებზე უარს, აუცილებლად ჩავერევი ამ საკითხში, შალვა ჩემთვის უცხო არაა, ბავშვობიდან ვიცნობ. დანაშაული ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, ადამიანი საპატიმროში უზრუნველყოფილი უნდა იყოს. აუცილებლად დავინტერესდები ამ საკითხით და გადავამოწმებ“, – ამბობს გედევან ფოფხაძე.

შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის მკვლელობა, ორის დაჭრა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად. იგი სამართალდამცველებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს.

[ვარლამ წიკლაური, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შალვა აბულაძე: 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო
შალვა აბულაძის საქმეზე 10 მოწმე დაკითხეს და ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგი გაასაჯაროეს
შალვა აბულაძის საქმის განხილვა დასრულდა
შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა
შალვა აბულაძის პროცესს 30 პოლიციელი ესწრება
შალვა აბულაძე ადვოკატს უნდობლობას უცხადებს
ადვოკატი: შალვა აბულაძის საკანში ვირთხები და ტარაკნები დარბიან