FM97.5 / LIVE

შალვა აბულაძე ადვოკატს უნდობლობას უცხადებს

მთავარისამართალი 11.12.2015
დღეს, 11 დეკემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის, შალვა აბულაძის პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა არც ბრალდებული და არც ადვოკატი სხდომაზე არ გამოცხადდა. აბულაძე ადვოკატს უნდობლობას უცხადებს, სასამართლო, კი ბრალდებულს სახაზინო ადვოკატს უნიშნავს.

შალვა აბულაძე ადვოკატს უნდობლობას უცხადებს
ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ბრალდებულის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის არ გამოცხადების გამო პროცესი გადაიდო. ხაჭაპურიძეს დღეს, დასკვნითი სიტყვა უნდა წაეკითხა, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდოდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა განმარტა, რომ სასამართლომ შალვა აბულაძისგან განცხადება მიიღო, რომლის მიხედვითაც აბულაძე აცხადებს, რომ მისი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე იმ პარტიას წარმოადგენს, რომელიც მას ასამართლებს. ამის გამოც ბრალდებული საკუთარ ადვოკატს უნდობლობას უცხადებს.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის თქმით, ეს ყველაფერი სასამართლოს გაჭიანურებისკენ არის მიმართული და მისი გადაწყვეტილებით, ბრალდებულ შალვა აბულაძეს, სახელმწიფო ადვოკატი დაენიშნება.

ბრალდებულის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, კი ახალციხის რაიონულ სასამართლოში არგამოცხადების მიზეზს სხვაგვარად ხსნის: "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილით პროცესებს აღარ დავესწრები. საბოლოო სიტყვას დაწერილს გამოვაგზავნი".

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის 30 პოლიციის თანამშრომელი ესწრებოდა: "რატომ ვესწრებით ასე მასშტაბურად? ეს ჩვენი უფლებაა და ვესწრებით", – აცხადებდნენ პოლიციის თანმშრომლები.

შალვა აბულაძე ადვოკატს უნდობლობას უცხადებს
შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის მკვლელობა, ორის დაჭრა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად. იგი სამართალდამცველებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შალვა აბულაძის საქმის განხილვა დასრულდა
შალვა აბულაძის პროცესს 30 პოლიციელი ესწრება
შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
შალვა აბულაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება
შალვა აბულაძე: 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო
შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება