FM97.5 / LIVE

შალვა აბულაძე: 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო

მთავარისამართალი 01.10.2015
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე აღარ გამოცხადდა. იგი აცხადებს, რომ მგზავრობის დროს და სასამართლოში საჭმელს არ აჭმევენ და ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება.

შალვა აბულაძე: 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო

ახალციხის რაიონულ სასამართლოში პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 1 ოქტომბერს, 15:00 საათზე იყო ჩანიშნული და 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. პროცესის დაწყება ბრალდებულის ადვოკატის დაგვიანების გამო გაჭიანურდა. სასამართლო სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული შალვა აბულაძე.

რატომ არ ესწრება ბრალდებული სასამართლო პროცესს, ამის შესახებ სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა ისაუბრა. მას თან აქვს შალვა აბულაძის წერილი, სხდომაზე არ დასწრების მიზეზებზე. წერილის მიხედვით, შალვა აბულაძე აცხადებს, რომ პროცესზე წამოსვლისას, 12 საათის განმავლობაში მას აშიმშილებენ, არც გზაში აჭმევენ და არც სასამართლოში, ამიტომ ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება.

"12–საათიანი შიმშილი და ტანჯვა არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო. მოძლიერება მჭირდება", – ნათქვამია წერილში.

შალვა აბულაძის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა, იმ მოტივით რომ პროცესზე დასწრება სურს ბრალდებულს, თუმცა, მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლო ბრალდებულის გარეშე გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 10 მოწმე უნდა დაკითხონ.

შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის მკვლელობა, ორის დაჭრა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად. იგი სამართალდამცველებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შალვა აბულაძის კვების საკითხით გედევან ფოფხაძე დაინტერესდება
შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა
შალვა აბულაძის პროცესს 30 პოლიციელი ესწრება
ახალციხის სასამართლო შალვა აბულაძის საქმეს განიხილავს, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება
შალვა აბულაძის საქმის განხილვა დასრულდა
შალვა აბულაძე ადვოკატს უნდობლობას უცხადებს
შალვა აბულაძის საქმეზე 10 მოწმე დაკითხეს და ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგი გაასაჯაროეს