FM97.5 / LIVE

რისთვის მიუსაჯეს შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა – განმარტებები

მთავარისამართალი 21.12.2015
რა ბრალში სცნო ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შალვა აბულაძე დამნაშავედ – მოსამართლის განმარტებები.

რისთვის მიუსაჯეს შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა – განმარტებები
სასამართლოს ეზო, შალვა აბულაძის განაჩენის გამოცხადება. 21.12.2015წ.

დღეს, 21 დეკემებრს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, შალვა აბულაძეს, რომელსაც გამოძიება პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრას, ასევე, იარაღის შეძენა–შენახვა–ტარებას ედავებოდა, უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

აბულაძეს ბრალი რამდენიმე მუხლით ედებოდა. როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა განმარტა, შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით; (2015 წლის 23 იანვარს ქ.ბორჯომში გიორგი მახარაშვილზე და გიორგი ბერუაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი)

ბრალდების მხარე აბულაძეს ბორჯომში, გიორგი ბერუაშვილის მკვლელობას ედავებოდა, თუმცა მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა და მკვლელობის ბრალდება, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შეეცვალა. მოსამართლემ აღნიშნული იმ მოტივით ახსნა, რომ შალვა აბუალძეს წარდგენილი ბრალდებისთვის ექსპერტიზა იყო დანიშნული ბერუაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, თუმცა ექსპერტის დასკვნა სასამართლოში არ წარდგენილა.

ასევე, შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა/შენახვის ბრალდება)

შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 6 თვის ვადით. (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარების ბრალდება).

ასევე, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 04 აპრილს, ვახტანგ გულიაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი), 19,353–ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 04 აპრილს, ვალერიან გრძელიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) და 353–ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 04 აპრილს ბექა მარგიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და 353–ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის საქნციის ფარგლებში დაენიშნა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 05 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის, შეძენა შენახვის ეპიზოდი)

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შალვა აბულაძეს საბოლოოდ სასჯელის სახედ განესაზღვრა უვადო პატიმრობა.

შეგახსენებთ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში შალვა აბულაძის განაჩენის გამოცხადებას 20–მდე პოლიცილელი დაესწო. სხდომას არც შალვა აბულაძე და არც მისი ადვოკატი დასწრებიან.

პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, დავით ჩხენკელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებით კმაყოფილია, თუმცა შესაძლებელია, ბორჯომის ეპიზოდთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

საქმის გასაჩივრებას აპირებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძეც, რომელიც აბულაძის ინტერესებს იცავდა. ადოკატი ამბობს, რომ შალვა აბულაძის საქმეს სტრასბურგში წაიღებს. მისი თქმით, შალვა აბულაძე წარდგენილი ბრალიდან მხოლოდ მაყუჩიანი იარაღის, ასევე მაკაროვის ტყვიების უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას აღიარებს, რაც შეეხება გლოკის ტიპის იარაღს, ასევე პოლიციელების მკვლელობას, კატეგორიულად უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, პოლიცილელების მკვლელლობისა და დაჭრის, ასევე, იარაღის შეძენა/შენახვა/ ტარებისთვის ძებნილი შალვა აბულაძე, 2015 წლის 10 აპრილს, აპრილს, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში დააკავეს. მისი დაკავების სპეცოპერაციაში შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროკურატურა შალვა აბულაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შსს შალვა აბულაძის დაკავებას ადასტურებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება
ირაკლი ღარიბაშვილი: ‘ აბულაძის დაკავება ხელისუფლების ღირსების საქმე იყო’
სააპელაციო სასამართლომ შალვა აბულაძე სამუდამო პატიმრობაში დატოვა
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შალვა აბულაძე დააკავეს
ახალციხის სასამართლო შალვა აბულაძის საქმეს განიხილავს, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება