FM97.5 / LIVE

"სამართლიანი არჩევნების” შემაჯამებელი შეხვედრა

მთავარისაზოგადოება 14.11.2012
რა ღონისძიებები განხორციელდა მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში საზოგადოების ჩართულობისთვის და რა შედეგები მოჰყვა ადვოკაციას - ამის შესახებ ”სამართლიანმა არჩევნებმა”, ახალციხეში, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"სამართლიანი არჩევნების” შემაჯამებელი შეხვედრა
”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ახალციხის კოორდინატორი დიანა მერაბიშვილი ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფების დახმარებით, რომლებიც ადგილობრივი აქტიური ახალგაზრდებისგან შედგებოდა, ქალაქის რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა. მათ შორის: დაენიშნა ნაგავმზიდი ახალციხეში, მიქუტიშვილის ქუჩას და გაკეთდა გარეგანათება კოსტავას ქუჩაზე;

მისივე განმარტებით, საინიციატივო ჯგუფების მიერ საკრებულოსთვის წარდგენილ რეკომენდაციებს შორის იყო სასმელი წყლის ხარისხის გაკონტროლება, მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარება და შიდა ქუჩების განათება. რაც შეეხება სასმელი წყლის ხარისხს, თვითმმართველობაში შეტანილი წერილი შპს ”აღმოსავლეთის წყლებს” გადაეგზავნა. მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარებაზე კი დაიწყო მუშაობა კომპეტენტურ არასამთავრობოებთან.

საინიციატივო ჯგუფები, რომებიც აღნიშნულ პრობლემებს იკვლევდნენ და შემდეგ თვითმმართველობას რეკომენდაციებით მიმართავდნენ, პროექტ ”სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში” ფარგლებში შეიქმნა. პროექტს ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა (EPF) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია ლოკალური პრობლემების მოგვარების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველო ორგანოების გამჭვრვალობისა და პასუხისმგებლობის გაძლიერება და ასევე, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებისა და მედიის უნარ-ჩვევების გაზრდა თვითმმართველო ირგანოების მონიტორინგის კუთხით.

მსგავს პროექტს ”სამართლიანი არჩევნები” საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ახორციელებდა. დასკვნით კონფერენციას ორგანიზაცია ნოემბრის ბოლოს, თბილისში გამართავს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არჩევნების დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი ამოქმედდება
არჩევნების პორტალის პრეზენტაცია  ახალციხეში
ახალციხის მერია მაწანწალა ძაღლებისთვის თავშესაფრის მოწყობას გეგმავს
ახალციხეში საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს
პარტიების ახალგაზრდა აქტივისტები საარჩევნო საკითხებს გაეცნენ
ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს
თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის ჟურნალისტებმა ქსელი შექმნეს