FM97.5 / LIVE

პარტიების ახალგაზრდა აქტივისტები საარჩევნო საკითხებს გაეცნენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 15.09.2016
ახალციხეში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული გუნდების წევრებს საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებები გააცნეს.

პარტიების ახალგაზრდა აქტივისტები საარჩევნო საკითხებს გაეცნენ

ახალციხეში მოქმედი პოლიტიკური პარტიებიდან დღეს, 15 სექტემბერს, შეხვედრაზე მხოლოდ "ქართული ოცნებისა“ და პარტია "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ აქტივისტები იმყოფებოდნენ.

საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ, ახალგაზრდებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი ნინო ბიბილეიშვილი ესაუბრა. ბიბილეიშვილი ახალგაზრდებს მაჟორიტარული ოლქების დაყოფის დადებით და უარყოფით მხარეებზე, პარტიებისთვის დაწესებული ბარიერებისა და მედიის როლის შესახებ ესაუბრა.

„ვისაუბრეთ ბარიერთან დაკავშირებულ საკითხებზე, მასში იგულისხმება 50+1 მაჟორიტარის შემთხვევაში და პროპორციული საარჩევნო სიით 5%–ით გაზრდილი ბარიერი. ასევე სამხედრო უბნების გაუქმებასთან დაკავშირებით, იყო საუბარი პარტიების საარჩევნო დროის გადანაწილებაზეც, რომ მათ ჰქონდეთ თანაბარი რაოდენობა“, – განმარტავს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების შიდა ქართლისა და სამცხე–ჯაავხეთის რეგიონული კოორდინატორი ნინო ბიბილეიშვილი.

მედიის თემამ ახალგაზრდებში დისკუსია გამოიწვია. "ქართული ოცნების“ აქტივისტების აზრით, საინფორმაციო საშუალებები ყველა მოვლენას ნეგატიურად აშუქებენ და მათი ზეგავლენა მოსახლეობაზე უარყოფითია, პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის“ აქტივისტები კი მიიჩნევდნენ, რომ ბოლო პერიოდში მედიის მიმართ სანდოობა გაიზარდა.

„2012 წლიდან "ქართულ ოცნებაში“ ვიყავი, ჯერ ახალგაზრდულ ფრთაში, ახლა, აგიტატორი ვარ. დღეს ჩვენთვის ძირითადად სიახლე იყო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, იმიტომ, რომ კარგად არ ვართ ჩახედული კანონმდებლობაში. ბევრ რაღაცაში ვეთანხმებოდი, ბევრ რაღაცაში არა. დისკუსიაც გვქონდა და ჩვენს აზრს ვაფიქსირებდით“, – ამბობს „ქართული ოცნების“ აგიტატორი დავით ხაჭაპურიძე.
შეხვედრის მიზანს, საარჩევნო კანონმდებლობებში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წევრების ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენდა.

",ასეთ საკითხებზე ჩვენ ტრენინგები აქამდეც გვქონდა. ამიტომ ჩემთვის სიახლე იყო ამ ადამინებთან შეხვედრა, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ და თავიანთი აზრი გამოთქვეს“, – ამბობს ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის“ მენეჯერი. ალექსანდრე ბერიძე.

შეხვედრაზე "ქართული ოცნების“ ახალგაზრდული გუნდის 8 წევრი, ხოლო პარტიიდან "სახელმწიფო ხალხისთვის“ 6 წევრი იმყოფებოდა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„არჩევანის თავისუფლებისთვის“ახალციხეში შეხვედრას გამართავს
”ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის”  ახალგაზრდებს შეხვდა
წინასწარი შედეგებით სამცხე-ჯავახეთში პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ იმარჯვებს
კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” ახალციხის არასამთავრობო სექტორს შეხვდა
ახალციხეში საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს
ბლოკმა ‘სახელმწიფო ხალხისთვის’ სამცხე-ჯავახეთში დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
პოლიტიკური პარტიების მიერ დაფიქსირებული დარღვევები ახალციხეში