FM97.5 / LIVE

თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის ჟურნალისტებმა ქსელი შექმნეს

მთავარისაზოგადოება 28.05.2015
საქართველოს რეგიონულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების ნაწილმა ჩამოაყალიბა ქსელი, რომელიც სისტემატურად იმუშავებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხებზე და შეეცდება, თემა, რომლითაც მედია იშვიათად ინტერესდება, გაცილებით პოპულარული გახადოს.

თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის ჟურნალისტებმა ქსელი შექმნეს

სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ეს ქსელი შეიქმნა, 24–26 მაისს, კახეთში, თელავში შედგა. ორი დღის განმავლობაში ჟურნალისტები თვითმმართველობის კოდექსის სიახლეებს, თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის არსს, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამული ბიუჯეტსა და თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი ფორმების შესახებ კანონპროექტს გაეცვნენ. მესამე დღეს კი ქსელის ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს.

„ჟურნალისტთა ქსელი ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის“, – ასე ქვია ქსელს, რომელიც სამუშაო შეხვედრაზე მყოფმა ჟურნალისტებმა ჩამოაყალიბეს. ქსელში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც სურვილი აქვს, გაცილებით ხშირად მოამზადოს მასალები თვითმმართველობის საკითხებზე.

„ჟურნალისტთა ქსელი ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის“ წარმოადგენს რეგიონალური განვითარების თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტების ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის მიზანია ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა, ქსელში გაერთიანებულ ჟურნალისტთა მხარდაჭერა და მათ შორის კომუნიკაციის პროცესის უზრუნველყოფა, არასამთავრობო სექტორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის მოქმედ სხვა აქტორებთან თანამშრომლობა“, – ნათქვამია ქსელის წესდებაში.

ქსელი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ პროექტის ფარგლებში დაფუძნდა. პროექტი – „საქართველოში დეცენტრალიზაციის რეფორმის ხელშეწყობა“ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ჟურნალისტთა ქსელში გაერთიანება ნებისმიერ დაინტერესებულ ჟურნალისტს შეუძლია.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]

მასალა მომზადებულია “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის” ფარგლებში , ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პოზიციას.

„ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის"


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘მოქალაქეთა მონაწილეობის’ შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ
ახალციხეში თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა ასპინძაში გამართა
ახალციხეში თვითმმართველობის რეფორმაზე მსჯელობენ
ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს
25 არასამთავრობო მთავრობას მოუწოდებს არ შეაფერხოს თვითმმართველობის რეფორმა