FM97.5 / LIVE

მუშების პროტესტი ვალეში, დღე II – ქრონიკა

მთავარისაზოგადოება 03.12.2015
ვალეში მომხდარი საპროტესტო აქციის ქრონიკა, დღე II – ნახეთ, როგორ გაგრძელდა წინა დღეს დაწყებული პროტესტი ვალეში.

მუშების პროტესტი ვალეში, დღე II – ქრონიკა



შეგახსენებთ, ვალეში საპროტესტო აქციები გუშინ 2 დეკემბერს დაიწყო.

მუშებს სამი მოთხოვნა აქვთ: ზამთრის რეჟიმის გამო შემცირებული სამუშაო საათები ისევ გაიზარდოს, რის შედეგადაც მათი ანაზღაურებაც გაიზრდება. შეგახსენებთ, ადრე მათი სამუშაო დღე იწყებოდა 07:30 საათზე და საღამოს 19:00 საათამდე გრძელდებოდა, ბოლო რამდენიმე დღეა, სამუშაო დღე 08:00 საათზე იწყება და 18:00 საათზე მთავრდება. ხანგრძლივობის შემცირების გამო მუშებს ხელფასი დაახლოებით 150–200 ლარით შეუმცირდათ.

მეორე მოთხოვნაა, შაბათს ორმაგი ანაზღაურება მისცენ, ისევე როგორც კვირას აძლევენ.

მესამე მოთხოვნა კი კვებას უკავშირდება. მუშები ამბობენ, რომ შუადღის ლანჩზე მხოლოდ ჩაი აქვთ და მენიუს გაუმჯობესება უნდათ. თუმცა, აქვე ამატებენ, რომ ეს მოთხოვნა არსებითად მნიშვნელოვანი არ არის და ძველ მენიუზეც თანახმა არიან.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტს კომპანია BP კურირებს. 56 კმ სიგრძის გაზსადენისა და სამი ახალი მუდმივმოქმედი მიწისზედა ობიექტის მშენებლობა დახლოებით 6 თვის წინ დაიწყო. ეს ეგრეთ წოდებული "შაჰ დენიზის" მეორე ეტაპია.

"სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტი სისტემის პირველ რგოლს წარმოადგენს,რომელიც ინტეგრირებული მილსადენებისგან
შედგება და ახალ სამხრეთ კავკასიური გაზის კორიდორს ქმნის. როდესაც მშენებლობა დასრულდება,სამხრეთის კორიდორის სიგრძე დაახლოებით
3500 კილომეტრს შეადგენს და მის შემადგენლობაში იქნება SCPX, ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) და ტრანსადრიატიკული გაზსადენი (TAP). ნავარაუდევია, რომ მოცემული ქსელის მეშვეობით წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნება მიწოდებული მილიონობით მომხმარებლისთვის საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთსა და იტალიაში.გაზის პირველი პარტიის მიწოდება საქართველოსა და თურქეთის მომხმარებლებისთვის 2018 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, ხოლო ევროპისთვის გაზის მიწოდება 2020 წელს დაიწყება", - ვკითხულობთ ანგარიშში "BP საქართველოში".

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში გაფიცულმა მუშებმა აქცია დაასრულეს
საპროტესტო აქცია ვალეში
მოლაპარაკება დასრულდა – ვალეში გაფიცულ მუშებს მოთხოვნებს არ უკმაყოფილებენ
მუშების პროტესტი ვალეში, დღე I – ქრონიკა
ვალეში გაფიცული მუშები ხვალ კომპანიის მენეჯერს შეხვდებიან
ვალეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება
ვალეში გათავისუფლებული მუშები შესაძლოა გარდაბანში დაასაქმონ