FM97.5 / LIVE

შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა

მთავარისამართალი 13.11.2015
დღეს, 13 ნოემბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის, შალვა აბულაძის მორიგი სასამართლოს პროცესი გაიმართა. პროცეზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა.

შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა
ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი 15 :30 საათზე, ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევით გაგრძელდა. ბრალდების მხარემ სასამართლოს ორი მოწმე წარუდგინა, აქედან ერთ–ერთი მოწმე, ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, ძვიად იზორია იყო.

იზორიამ იმ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა, რომელიც 4 აპრილის ღამეს ჩაატარა. კერძოდ ის სტუდენტი დაკითხა, რომელთანაც, როგორც თვითონ ამბობს, თბილისში მომხდარი მკვლელობის შემდეგ შალვა აბულაძე პირველი მასთან მივიდა.

გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე არდაგანში, შალვა აბულაძის დაკავების დროს ამოღებული იარაღის გამოკვლევაც მოხდა.

აბულაძის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს შუამდგომლობითაც მიმართა. ადვოკატის განცხადებით აბულაძის მეუღლე, სასამართლოში მოწმის სახით უნდა დაიკითხოს, რადგან მასზე პოლიციელების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის მკვლელობა, ორის დაჭრა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად. იგი სამართალდამცველებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს.

მორიგი სასამართლო პროცესი 17 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შალვა აბულაძე: 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო
შალვა აბულაძის საქმის განხილვა დასრულდა
შალვა აბულაძის პროცესს 30 პოლიციელი ესწრება
შალვა აბულაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება
შალვა აბულაძის მშობლებმა მოწმის სტატუსით დაკითხვაზე უარი განაცხადეს
ადვოკატი: შალვა აბულაძის საკანში ვირთხები და ტარაკნები დარბიან
ახალციხის სასამართლო შალვა აბულაძის საქმეს განიხილავს, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება