FM97.5 / LIVE

ადვოკატი: შალვა აბულაძის საკანში ვირთხები და ტარაკნები დარბიან

მთავარისამართალი 30.10.2015
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულის საკანში ვირთხები და ტარაკნები დარბიან, ასევე, შლვა აბულაძეს ცე ჰეპატიტი და ფილტვების პრობლემები აქვს, ციხის ადმინისტრაცია კი ექიმის შეყვანის საშუალებას არ აძლევთ, რის გამოც, შესაძლოა სტრასბურგში იჩივლონ.

ადვოკატი: შალვა აბულაძის საკანში ვირთხები და ტარაკნები დარბიან

დღეს, 30 ოქტომბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის, შალვა აბულაძის მორიგ სასამართლო პროცესზე ექსპერტები დაკითხეს. ბრალდებულის ადვოკატმა კი ციხის ის ოთახი აღწერა, რომლშიც აბულაძე ჰყავთ.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი ადვოკატის განცხადებით დაიწყო. ბრალდებულის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის მე–7 დაწესებულების ის ოთახი აღწერა, სადაც აბულაძე იმყოფება. ადვოკატმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, ციხის ადმინისტაციას აბულაძის ოთახის პირობების გაუმჯობესება სთხოვოს.

ადვოკატის განცხადებით, საკანში, რომელშიც შალვა აბულაძე იმყოფება, ანტისანიტარიაა: „ვირთხები და ტარაკნები დარბიან ოთახში. არ არის ‘ვენტილაცია’, და ფანჯარა. იატაკის მაგივრად 90–იანი წლების დროს დასხმული ბეტონია. კედლები დათხრილი, საკანში სინათლე სულ ანთია და არასდროს ქრება. შალვა ჰაერზე რამდენიმე წუთით გაჰყავთ, თუმცა იშვიათად. არ უცვლიან ზეწრებს, მას აცვია ციხის ადმინისტრაციისგან მიცემული ტანისამოსი, რომელიც ამ დროის განმავლობაში არ გამოუცვლია. საპირფარეშო ოთახში აქვს, საიდანაც ვირთხები ამოდიან.

საპირფარეშოსთან ახლო მაგიდა დგას და როდესაც შალვა საჭმელს ჭამს, საჭმელს საპირფარეშოს წყალი ესხმება“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბრალდებულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, კერძოდ, ფილტვების დაავადება და ცე ჰეპატიტი: „ციხის ადმინისტრაცია არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საკანში ექიმი შევიყვანოთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა უუარესდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, სტრასბურგს რამდენიმე დღეში მივმართავთ“.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი ადვოკატის დაპირდა, რომ პროკურატურას და ციხის ადმინისტაციას აუცილებლად დაეკონტაქტება.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადების შემდეგ, ბრალდების მხარემ სასამართლოს 2 ექსპერტი წარუდგინა, რომლებმაც, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან ტყვიის მასრები ამოიღეს და გარდაცვლილი პოლიციელის, ასევე დაჭრილის ტანსაცმელს ექსპერტიზა ჩაუტარეს.

პროცესის დასრულების შემდეგ, ბრალდებულმა შალვა აბულაძემ დარბაზში მსხდომ ნათესავებს და მეგობრებს მიმართა და სთხოვა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეახვედრონ: „ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილს მიეცით ჩემი გვარი. საბავშვო ბაღებში მიდით, ქველმოქმედება გაიღეთ და ბავშვებს კანფეტები გადაეცით. რაც ადვოკატმა ჩემ საკანზე განაცხადა, არ შეგეშინდეთ, პირიქით, მე სულიერად ვძლიერდები და ვმაღლდები. ერთმანეთს ემსახურეთ, ამპარტავნება დაივიწყეთ. ჩემი იმედი გქონდეთ, მე ამაში დაგარწმუნებთ“.

შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის მკვლელობა, ორის დაჭრა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად. იგი სამართალდამცველებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში შალვა აბულაძის მორიგი სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შალვა აბულაძე: 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო
შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა
შალვა აბულაძის საქმის განხილვა დასრულდა
შალვა აბულაძე ადვოკატს უნდობლობას უცხადებს
ახალციხის სასამართლო შალვა აბულაძის საქმეს განიხილავს, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება
შალვა აბულაძის კვების საკითხით გედევან ფოფხაძე დაინტერესდება
შალვა აბულაძის პროცესს 30 პოლიციელი ესწრება