FM97.5 / LIVE

შალვა აბულაძის საქმის განხილვა დასრულდა

მთავარისამართალი 18.12.2015
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე საბოლოო სიტყვის წასაკითხად პროცესზე არ გამოცხადდა, თუმცა, მან მოსამართლეს მის მიერ გამოცემული წიგნი „ბავშვების აღზრდა განვითარება“ გამოუგზავნა.

შალვა აბულაძის საქმის განხილვა დასრულდა
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი დაცვის მხარის საბოლოო სიტყვებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა გლდანის მე–7 დაწესებულებიდან შალვა აბულაძის გამოგზავნილი განცხადება წაიკითხა.

„18 უარი“ ასე ჰქვია განცხადებას, რომელიც აბულაძემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამოგზავნა. მასში აბულაძე სხდომებზე გამოუცხადებლობის მიზეზებზე , ასევე, საპატიმროში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს.

როგორც ბრალდებული განცხადებაში ხსნის, „18 უარი“ იმიტომ დაწერა, რომ მისი შვილი მარიამი, 18 აგვისტოს არის დაბადებული. იგი ამავე განცხადებაში საკუთარ თავს, „იუდას“ ადარებს და ამბობს, რომ რა ლოგიკითაც ახალციხის რაიონული სასამართლო მის გასამართლებას ცდილოობს ამით „იუდა“ გაასამართლეს.

დღევანდელ პროცესზე განცხადებებთან ერთად, ახალციხის რაიონულ სასამართლოს შალვა აბულაძემ წიგნი „ბავშვების აღზრდა განვითარება“ გამოუგზავნა.

შალვა აბულაძის განცხადებების შემდეგ, მისმა ადვოკატმა, საბოლოო სიტყვა წაიკითხა, რის შემდეგაც ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.

ახალციხის რაიონული სასამართლო შალვა აბულაძის განაჩენს, 21 დეკემბერს, 13:00 საათზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის მკვლელობა, ორის დაჭრა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად. იგი სამართალდამცველებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შალვა აბულაძე ადვოკატს უნდობლობას უცხადებს
შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა
შალვა აბულაძის პროცესს 30 პოლიციელი ესწრება
შალვა აბულაძე: 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო
ახალციხის სასამართლო შალვა აბულაძის საქმეს განიხილავს, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება
შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
შალვა აბულაძის კვების საკითხით გედევან ფოფხაძე დაინტერესდება