FM97.5 / LIVE

შალვა აბულაძის მშობლებმა მოწმის სტატუსით დაკითხვაზე უარი განაცხადეს

მთავარისამართალი 16.10.2015
დღეს, 16 ოქტომბერს, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის სასამართლო პროცესზე 5 მოწმე დაკითხეს: აბულაძის მშობლები, ერთ–ერთი გარდაცვლილის მეუღლე, პოლიციის თანამშრომელი და ის სტუდენტი, რომელსაც მისი თქმით, აბულაძემ სახლში შეფარება სთხოვა.

შალვა აბულაძის მშობლებმა მოწმის სტატუსით დაკითხვაზე უარი განაცხადეს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი 20 წუთის დაგვიანებით, ბრალდებულის ადვოკატის გამო დაიწყო. პროცესის დაწყებისთანავე ბრალდებულმა განცხადების უფლება ითხოვა.

აბულაძის განცხადება ისევ კვების საკითხს უკავშირდებოდა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ როდესაც იგი თბილისიდან ახალციხეში სასამართლო პროცესზე მოჰყავთ, საკვებს არ აძლევენ, რის გამოც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა ბრალდებულს განუმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაცია საქმის კურსშია.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დაკითხვა თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმიდან დაიწყო. პროკურორმა პოლიციის ის თანამშრომელი დაკითხა, რომელსაც ვარკეთილის მეტროსთან, მანქანით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სროლის ხმა შემოესმა.

„მანქანიდან რომ გადმოვედი, ვიღაც გარბოდა, ინსტიქტურად მეც გავეკიდე. არ ვიცოდი ვინ იყო, ისეთი სისწრაფით გარბოდა, ვერ დავეწიე, ვერც იარაღის სროლა მოვახერხე, მე ხომ არ ვიცოდი ვინ იყო“, – განაცხადა დავით თათრიშვილმა.

მისივე თქმით, ცოტახანში ხალხმრავლობაც შენიშნა და იქით წავიდა, სწორედ ამ დროს გაიგო, რომ ვიღაცამ ორი პოლიციელი დაჭრა.

თბილისში მომხდარი მკვლელობის ეპიზოდიდან ის სტუდენტიც დაიკითხა, რომელმაც, როგორც თვითონ ამბობს, ბრალდებული შალვა აბულაძე სახლში შეიფარა. რატი გელბახიანმა ის დღე დეტალურად გაიხსენა.

გელბახიანმა საკითხვისას განაცხადა, რომ მთელი დღის განმავლობაში ბრალდებული მის სახლში იყო, ესაუბრებოდა სხვადასხვა თემებზე და სამახსოვროდ წიგნიც აჩუქა: „მე არ ვიცოდი ეს ადამიანი ვინ იყო, სანამ სახლში გვიან არ დავბრუნდი და ჩემი სახლის სადარბაზოსთან და ეზოში პოლიციის ბევრი ეკიპაჟი არ დამხვდა“.

თბილისის ეპიზოდის შემდეგ, პროკურორს მოწმეები ბორჯომიდან ჰყავდა მოწვეული. მათ შორის იყო გარდაცვილი პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის უფლებამონაცვლე, ნატალია ხუციშვილი. მან ის დღე გაიხსენა, როდესაც მეუღლის დაჭრის შესახებ ინფორმაცია გაიგო.

ბრალდებისა და დაცვის მხარის შეკითხვების ამოწურვის შემდეგ, გარდაცვლილის მეუღლეს კითხვა ბრალდებულმა, შალვა აბულაძემ დაუსვა: „თქვენ იმის განცდა ხომ არ გქონიათ, რომ როდესაც პოლიციამ ბინები და დიდი თანხა გადმოგცათ, ამით პოლიცია საკუთარი შეცდომებას გადაფარვას ცდილობს?“

ნატალია ხუციშვილმა აბულაძის შეკითხვას არ უპასუხა და სასამართლოსგან მისი უმკაცრესი დასჯა მოითხოვა.

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ბრალდებულის, შალვა აბულაძის მშრობლებიც ჰყავდათ დაბარებული, თუმცა სასამართლო პროცესზე ორივე მათგანმა მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის მკვლელობა, ორის დაჭრა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად. იგი სამართალდამცველებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს.

შალვა აბულაძის შემდეგი სასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა
შალვა აბულაძე: 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო
შალვა აბულაძის საქმის განხილვა დასრულდა
შალვა აბულაძის პროცესს 30 პოლიციელი ესწრება
შალვა აბულაძის კვების საკითხით გედევან ფოფხაძე დაინტერესდება
ადვოკატი: შალვა აბულაძის საკანში ვირთხები და ტარაკნები დარბიან
შალვა აბულაძის საქმეზე 10 მოწმე დაკითხეს და ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგი გაასაჯაროეს