FM97.5 / LIVE

შალვა აბულაძის საქმეზე 10 მოწმე დაკითხეს და ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგი გაასაჯაროეს

მთავარისამართალი 01.10.2015
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის სასამართლო პროცესზე დაკითხული 10 მოწმიდან ერთმა განაცხადა, რომ ბრალდებული ნამდვილად ის პიროვნებაა, ვინც ვარკეთილში მკვლელობა ჩაიდინა.

შალვა აბულაძის საქმეზე 10 მოწმე დაკითხეს და ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგი გაასაჯაროეს

დღეს, 1 ოქტომბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის სასამართლო პროცესზე გარდაცვლილი ბექა მარგიშვილის დედა, შემთხვევის დროს თბილისში დაჭრილი პოლიციელი და ექსპერტები დაკითხეს.

16:00 საათზე დანიშნული პროცესი ბრალდებულის ადვოკატის შეყოვნების გამო 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. პროცესს ბრალდებული არ დასწრებია. სხდომის დაწყებისთანავე დაცვის მხარემ მოსამართლეს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა, იმ მიზეზით, რომ ბრალდებულ შალვა აბულაძეს პროცესზე დასწრება არ შეეძლო. ადვოკატს თან ჰქონდა ბრალდებულის წერილი, პროცესზე ვერ დასწრების მიზეზებზე.

„დღემდე უკანონოა და დაუსაბუთებელი 6–თვიანი წამება. ვინაიდან სასამართლო დაშორებულია საპატიმრო დაწესებულებას, თბილისიდან ახალციხემდე და მანდ, პროცესზე დასწრებას 12 საათი სჭირდება, მე ამ დროის განმავლობაში მშიერი ვარ. ეს შიმშილი ჩემზე ძალიან მოქმედებს, ბოლო პროცესზე რომ ვიყავი, ციხისგან მოვითხოვე კვება, თუმცა უარი მივიღე. 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას, რომ პროცესს დავესწრო. თუ არ მომცემენ საჭმელს, იგივე განმეორდება შემდეგ პროცესზეც“, – ნათქვამი იყო შალვა აბულაძის წერილში, რომელიც ადვოკატმა პროცესზე წაიკითხა.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა: „პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს, ამიტომ პროცესი ბრალდებულის გარეშე გაგრძელდება“.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები დაკითხეს. 2015 წლის 4 აპრილს, თბილისში, ვარკეთილში მომხდარი თავდასხმისას გარდაცვლილი პოლიციელის ბექა მარგიშვილის დედა, ამავე შემთხვევისას დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი და ექსპერტები.
სასამართლოს პირველი ჩვენება გარდაცვლილი პოლიციელის ბექა მარგიშვილის დედამ მისცა. ირმა ზარდიაშვილმა ის დღე გაიხსენა, როდესაც შვილის სიკვდილი, საზღვარგარეთ, სოციალური ქსელით გაიგო: „ჩემ შვილს აღარც თმა ეზრდება, არც ფრჩხილები და აღარც შია. მიესაჯოს ის, რაც ეკუთვნის. არ მინდა ჩემსავით კიდევ ვინმე გაამწაროს“.

ბექა მარგიშვილის მკვლელობის დღეს დაჭრილმა პოლიციელმა დეტალურად გაიხსენა 4 აპრილის ღამე.

„დაახლოებით 9 საათი იქნებოდა, ჯავახეთის ქუჩის მიმართულებით, მეტროსთან დავინახე ერთი პიროვნება, რომელსაც ხაკისფერი შარვალი ეცვა, მუქი ფერის ქურთუკი და ზურგჩანთა. თითქოს არ ესიამოვნა პოლიციელების დანახვა, ჩვენსკენ უცნაურად გამოიხედა. საეჭვოდ მომეჩვენა და დავუძახე გაჩერებულიყო. მან ნაბიჯს აუჩქარა, მეც უკან მივდევდი. გამომძახა: მეჩქარება, ცუდად ვარო. ჩქარი ნაბიჯით გავყევი უკან, უცბად მოტრიალდა, როგორც ჩანს იარაღი დატენილი ჰქონდა და მესროლა მუცლის არეში. მე ვეღარ ვესროლე, ძირს დავვარდი, თუმცა სროლის ხმა კიდევ მესმოდა. ცოტახანში ბექას ყვირილი გავიგე, დაჭრილი ვარო, ეს იყო და ეს, მეტი არაფერი მახსოვს“, – განაცხადა ვალერიან გრძელიშვილმა და აღნიშნა, რომ პიროვნება, რომელმაც მათ ცეცხლი გაუხსნა, შალვა აბულაძეა.

ექსპერტები კი იმ დეტალებზე საუბრობდნენ, რა დეტალებიც ადასტურებს, რომ მკვლელობის ადგილებიდან ამოღებული მასრების კვალი შალვა აბულაძემდე მიდის.

პროცესზე ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტზის დასკვნებიც წარადგინეს. დასკვნების მიხედვით, ბორჯომსა და თბილისში მომხდარი სროლების შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრები გასროლილია იმ ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც ბრალდებულ შალვა აბულაძეს დაკავების დროს ჰქონდა.

სასამართლოს დასრულების შემდეგ, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული დასკვნები დაუშვებლად მიაჩნია.
„ექსპერტების დასკვნა დაცვის მხარეს არ გადმოსცემია. ამიტომ ეს მტკიცებულებები დაუშვებელია და ვფიქრობ, რომ ამ საკითხს მოსამართლე გაიზიარებს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის მკვლელობა, ორის დაჭრა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად. იგი სამართალდამცველებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს.

შალვა აბულაძის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 6 ოქტომბერს,14:00 საათზე დაინიშნა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შალვა აბულაძე: 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო
შალვა აბულაძის კვების საკითხით გედევან ფოფხაძე დაინტერესდება
შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა
ბექა მარგიშვილის დედა: 'უფალმა შეუნდოს შალვას [აბულაძე] რაც გააკეთა'
შალვა აბულაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება
შალვა აბულაძის საქმის განხილვა დასრულდა
შალვა აბულაძის პროცესს 30 პოლიციელი ესწრება