FM97.5 / LIVE

თვითმმართველი თემის ახალციხის ბიუჯეტში მერვედ შევიდა ცვლილებები

მთავარიეკონომიკა 09.10.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში რიგით მე–8 ცვლილება შეიტანა.

თვითმმართველი თემის ახალციხის ბიუჯეტში მერვედ შევიდა ცვლილებები

დღეს, 9 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უყარეს კენჭი.

საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გელა ლომიძის განმარტებით, ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N1981 განკარგულების საფუძველზე მოხდა: „ვალეში, ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის დაგვემატა 200.000 ლარი. რის მიხედვითაც შემოსულობებმა 2015 წლის ბიუჯეტში შეადგინა 7.071.300 ლარი. ხოლო გადასახდელებმა 8. 227.000 ლარი“.

2015 წლის ბიუჯეტში შიდა ცვლილებებიც განხორციელდა. კერძოდ, ააიპ სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების სოციალური დახმარების მუხლი შემცირდა1.050 ლარით და აღნიშნული თანხით გაიზარდა, ქალაქ ვალის სამუსიკო სკოლის სუბსიდიის მუხლი. როგორც საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი განმარტავს, ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ სამუსიკო სკოლაში მოსწავლეების ტრასნპორტირება უნდა მოხდეს წყალთბილის თემიდან.

ბიუჯეტში მესამე ცვლილება ადგილობრივ ბიუჯეტში კომპიუტერის და ქსეროქსის შესაძენად განხორციელდა.

„ტრანსპორტის ექსპლუატაცია მოვლა – შენახვის ხარჯი შემცირდა 1600 ლარით და აღნიშნული თანხით გაიზარდა არაფინანსური აქტივობების მუხლი, იგივე ორგანიზაციულ კოდში, აღნიშნული თანხა გვესაჭიროება კომპიუტერის და ქსეროქსის შესაძენად“, – განმარტავს გელა ლომიძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტში მე–9 ცვლილება შეიტანეს
ახალციხის თემის ბიუჯეტში მეხუთე ცვლილება შევიდა
ახალციხის გამგეობა ბულდოზერს და ნაგავმზიდს ყიდულობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტი 3.900.000 ლარით განისაზღვრა
ცვლილებები ახალციხის 2019 წლის ბიუჯეტში
ცვლილებები ახალციხის ბიუჯეტში
ახალციხის თემის ბიუჯეტი, ნაშთის ხარჯზე, 2.390.000 ლარით გაიზარდა