FM97.5 / LIVE

ცვლილებები ახალციხის 2019 წლის ბიუჯეტში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 23.12.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ოთხი მუხლის გეგმის შემცირებით მორჩენილი 65 500 ლარი გარე განათების მოწყობას მოხმარდება.

ცვლილებები ახალციხის 2019 წლის ბიუჯეტში

ახალციხის მერის 2019 წლის 11 დეკემბერის (#32587 07) ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის ბიუჯეტის ოთხ მუხლში თანხა შემცირდა.

ესენია:

დასუფთავების ღონისძიებები - 17 500 ლარით;

წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია - 19 300 ლარით;

პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია - 5 700 ლარით;

სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია 23 000 ლარით;

სულ ჯამში 65 500 ლარი, გარე განათების რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციას მოხმარდება.

გარდა ამისა, ცვლილება შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და უკიდურესად გაჭირვებულთა სოციალური დახმარების მუხლს, აქედან 1 700 ლარი, ხოლო აწყურში განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების თანადაფინანსების მუხლიდან 3 600 ლარი ახალშობილების ერთჯერადი დახმარების მუხლში გადაიტანეს, ჯამში - 5 300 ლარი.

აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილმა სულ შეადგინა 25 785 400 ლარი, გადასახდელების ნაწილმა კი მთლიანობაში - 31 330 700 ლარი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაში დაიხარჯება 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტი ახალციხეში
4.6 მლნ ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის
ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტში მე–9 ცვლილება შეიტანეს
ადიგენის 2020 წლის ბიუჯეტი რვა მილიონ ლარზე მეტია
ახალციხის საკრებულოში 'ევროპელი' დეპუტატების პროტესტი გრძელდება
ახალციხის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს
ბორჯომის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით დაიგეგმა