FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობა ბულდოზერს და ნაგავმზიდს ყიდულობს

მთავარიეკონომიკა 28.11.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გაზრდილი შემოსავლებით 115 ათასი ლარით ნაგავმზიდის, ხოლო 155 ათასი ლარით ბულდოზერის ყიდვას გეგმავს.

ახალციხის გამგეობა ბულდოზერს და ნაგავმზიდს ყიდულობს
დღეს, 28 ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეათე სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა ექვსი საკითხი განიხილეს. აქედან ძირითადი საკითხები ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს ეხებოდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გელა ლომიძის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტში გაიზარდა შემოსავლები, რის გამოც ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

„ბიუჯეტში შემოსავლები 137 ათასი ლარით გაიზარდა, ასევე ეკონომიის ხარჯზე შემცირდა რიგი მუხლები, კერძოდ ხელფასებიდან დავზოგეთ 25 746 ლარი, 18 ათასი ლარით შემცირდა საგზაო ინფრასტრუქტურის თანხები. ასევე თანხა დაიზოგა კომუნალურების ხარჯშიც. შეგვიმცირდა შტატგარეშე მომუშავე თანამშრომლების ანაზღაურება 4 ათასი ლარით“, – განმარტავს გელა ლომიძე.

საკრებულოს სხდომას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელიც ესწრებოდა. ზაზა მელიქიძის თქმით, ბიუჯეტში გარზდილი შემოსავლებით გამგეობა ბულდოზერის და ნაგავმზიდის შეძენას გეგმავს, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

„ნაგავმზიდი იმოძრავებს აწყურიდან ვალისა და ახალციხიდან ჭაჭარაქის მიმართულებით. მანქანა დაცლის ნაგვის ურნებს და შევა სოფლებშიც. იგეგმება ბულდოზერის შეძენაც, რომელიც თემის ტერიტორაზე გზებს გაასუფთავებს“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

ცვლილებები შევიდა სახელმწიფო შესყიდვების 2014 წლის გეგმაშიც, რომელიც ასევე 2014 წლის ბიუჯეტში გაზრდილმა შემოსავლებმა გამოიწვია.

„ამინდებთან დაკავშირებით გაიზარდა თანხა საწვავის შესაძენად, რათა წლის ბოლომდე მოხდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა გზების გაწმენდა. ასევე იგეგმება ვიდეო რგოლის გადაღება, რომელიც მზადდება საახალწლოდ. ვიდეო რგოლის მომზადებაში მთელი რეგიონი ჩაერთვება“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი ქეთევან ინასარიძე.

ცვლილებები შევიდა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე ამბობს, გამგეობა მედიკამენტებს ვეღარ დააფინანსებს, სანაცვლოდ გაიზარდა იმ ბავშვების დაფინანსება, რომლებიც სამხატვრო და სამუსიკო სკოლებში დადიან.

„სოციალური დახმარების წესში იყო მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას. ამ მუხლს გამოეყო მედიკამენტების დაფინანსება, რადგან მათი შეძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სამაგიეროდ დავაფინანსებთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებსაც, რომლებიც ახალციხეში სამხატრო ან სამუსიკო სკოლებში დადიან“, – ამბობს გელა ნოზაძე.

კიდევ ერთი ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესს" ეხება.

„პირველ მიღებულ წესში პრემიები გაიცემოდა მხოლოდ მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე, ახლა თანამდებობები 4 კატეგორიად დაიყო; თანამდებობის პირები, სპეციალისტები, დამხმარე მუშაკები და ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები, პრემიებს ოთხივე კატეგორიის თანამშრომლები მიიღებენ“, – ამბობს ნოზაძე.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტი 3.900.000 ლარით განისაზღვრა
თვითმმართველი თემის ახალციხის ბიუჯეტში მერვედ შევიდა ცვლილებები
ცვლილებები ახალციხის ბიუჯეტში
ახალციხის თემში საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო
ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტში მე–9 ცვლილება შეიტანეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 5.076.700 ლარია
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა