FM97.5 / LIVE

ცვლილებები ახალციხის ბიუჯეტში

მთავარიეკონომიკა 13.03.2015
ქალაქ ახალციხის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, დაემატა 21.000 ლარი პროექტების შესაძენად, თეატრებისთვის გამოყოფილი თანხა სუბსიდირების მუხლიდან გრანტებში გადავიდა და ცვლილებები შევიდა სოციალური დახმარების გაცემის წესში.

ცვლილებები ახალციხის ბიუჯეტში

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში შესული ცვლილებები დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომას 15 დეპუტატიდან 12 ესწრებოდა. ცვლილებების ნაწილს საკრებულოს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კახაბერ ბერიძის თქმით, ადგილობრივ ბიუჯეტს პროექტების შესაძენად 21 ათასი ლარი დაემატა: „გარდა ამისა, თეატრების დაფინანსების 78 ათასი ლარი სუბსიდირების მუხლიდან გადავიდა გრანტების მუხლში. თოჯინების თეატრი წელს 18 ათასი ლარით, მესხეთის თეატრი კი 60 ათასი ლარით ფინანსდება“.

ცვლილება შევიდა სოციალური დახმარების გაცემის წესში. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დიდი სამამულო ომის ვეტერნები, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები, ასევე ავღანეთის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები, რომელთათვისაც საჭირო მედიკამენტების საერთო ღირებულება აღემატება 30 ლარს, საჭირო დაფინანსებას მერიიდან მიიღებენ.

ბიუჯეტში შესული ამ ცვლილებების ნაწილს, საკრებულოს წევრებმა ოპოზიციური პარტიებიდან, მხარი არ დაუჭირეს.

„რადგან ბიუჯეტი როცა დამტკიცდა, მაშინ დოლარი ლართან მიმართებაში იყო 1, 65, ახლა დოლარი რა დღეშიც არის მოგეხსენებათ. რადგან ბიუჯეტს არ მივეცით ხმა, არც შესყიდვებში შესულ ცვლილებებს დავეთანხმეთ“, – ამბობს საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ გიქოშვილი.

მისივე თქმით, რაც შეეხება ომის ვეტერანების დახმარებას, ამ საკითხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ეთანხმებიან.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
ახალციხის საკრებულოს უმცირესობა მერიას მიდგომებს უწუნებს
ახალციხის გამგეობა ბულდოზერს და ნაგავმზიდს ყიდულობს
ახალციხის თემში საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო
ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტში მე–9 ცვლილება შეიტანეს
2015 წლის ბიუჯეტს არასამთავრობოები ეცნობიან