FM97.5 / LIVE

ახალციხის თემის ბიუჯეტში მეხუთე ცვლილება შევიდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 17.06.2016
თვითმმართველი თემის, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ამ წელს მეხუთე ცვლილება შევიდა. ცვლილება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გადმორიცხულ თანხებსა და ააიპ–ების სუბსიდიებს შეეხო.

ახალციხის თემის ბიუჯეტში მეხუთე ცვლილება შევიდა

ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა, დღეს, 17 ივნისს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 40.434 ლარი დაიზოგა.

გარდა ამისა, კომუნალური ხარჯებიდან, 7 000 ლარი კულტურული, ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ღონისძიებების დასაფინანსებლად გადავიდა. როგორც საკრებულოში განმარტეს, თანხა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბიბლიოთეკებისა და კულტურულ დაწებულების ინვენტარის შეძენას მოხმარდება.

ცვლილება შეეხო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს. კერძოდ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის განკუთვნილი სუბსიდიიდან 5000 ლარი ამავე დაწესებულებებისთვის შენობა–ნაგებობების რეაბილიტაციისა და ინვენტარის შეძენისთვის გადაამისამართეს. 8.900 ლარი კი არაფინანსური აქტივების მუხლიდან სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლში გადაიტანეს.

ასევე, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების შენობა–ნაგებობების რებილიტაციისა და ინვენტარის შესაძენად გამოყოფილი თანხა, 3.300 ლარი კი, თემის კულტურის დაწესებულებათა სუბსიდიის თანხას დაემატა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტში მე–9 ცვლილება შეიტანეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
თვითმმართველი თემის ახალციხის ბიუჯეტში მერვედ შევიდა ცვლილებები
ახალციხის თემის ბიუჯეტს 350 000 ლარი დაემატა, თანხა ვალეს საბავშვო ბაღს მოხმარდება
ცვლილებები ახალციხის 2019 წლის ბიუჯეტში
205 ათასი ლარი ბორჯომის გამგეობაში ინვენტარის შესაძენად
ცვლილებები ახალციხის ბიუჯეტში