FM97.5 / LIVE

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე განაჩენამდე წიგნის გამოცემას აპირებს

მთავარისამართალი 29.09.2015
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე წინა პატიმრობის დროს დაწერილი ოთხი წიგნის გამოცემას აპირებს. ერთ–ერთი მათგანის გამოცემას, რომელიც 21–ე საუკუნეში ბავშვის აღზრდას ეხება, განაჩენის გამოცხადებამდე გეგმავს.

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე განაჩენამდე წიგნის გამოცემას აპირებს
ამის შესახებ ცნობილი, დღეს, 29 სექტემბერს, შალვა აბულაძის სასამართლო სხდომაზე გახდა.

„გრძელდება აბულაძის წამება და არაადამიანური მოპყრობა მის მიმართ. ბრალდებულს არ აქვს ფურცელი და კალამი რომ იმუშაოს. მას წინა პატიმრობის დროს დაწერილი წიგნების გამოცემა სურს“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო დარბაზში.

აბულაძე ბრმალს 8 წლის განმავლობაში იხდიდა. ამ პერიოდში მან, როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს ოთხი წიგნი დაწერა. პირველი, 21–ე საუკუნეში ბავშვების აღზრდას, მეორე მეგობრობას, მესამე ბიზნესში წარმატების სტრატეგიას, მეოთხე კი სიყვარულს ეხება.
„პირველი წიგნის გამოცემა განაჩენამდე სურს“, – ამბობს ადვოკატი.

როგორც ბრალდებულის მეგობარი დავით როკეტიშვილი გვიხსნის, წიგნში „ბავშვის აღზრდა 21–ე საუკუნეში“, იმას თუ როგორ უნდა აღზარდო ბავშვი, აბულაძე საკუთარი ბავშვობის მაგალითზე გვიყვება: „ის წერს თუ როგორ ვერ აღზარდა კარგად მისმა მდიდარმა დედამ და მამამ. აქ ბევრი სიუჟეტია“.

როკეტიშვილის თქმით, შალვა აბულაძე პატიმრობამდეც წერდა: „ხატავდა კიდეც, ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ამ წიგნებთან ერთად არა ერთი ლექსიც აქვს დაწერილი“.

სასამართლო პროცესზე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა დაცვის მხარის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ იგი საპატიმროში ბრალდებულის მდგომარეობის შესახებ სასჯელ აღსრულების შესაბამის ორგანოებს წერილობით მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ბრალად ედება: პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი) ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა.

2015 წლის 11 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა ქ.თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება
ახალციხის სასამართლო შალვა აბულაძის საქმეს განიხილავს, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება
შალვა აბულაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება
გრძელი წვერი, ფრჩხილები და თმა – ადვოკატების თქმით, შალვა აბულაძეს ციხეში აწამებენ
შალვა აბულაძე: 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო
პოლიცილების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე აცხადებს, რომ ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან
შალვა აბულაძის საქმის განხილვა დასრულდა