FM97.5 / LIVE
არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ; სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ისევ ბრალდებულის გარეშე ჩაატარეს.">

გაგრძელდება თუ არა შალვა აბულაძის საქმის არსებითი განხილვა მის გარეშე

მთავარისამართალი 05.08.2015
ბრალდებული საცვლების, სამოსის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე, შალვა აბულაძის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ კვლავ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ; სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ისევ ბრალდებულის გარეშე ჩაატარეს.

გაგრძელდება თუ არა შალვა აბულაძის საქმის არსებითი განხილვა მის გარეშე
დღეს, 5 აგვისტოს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში შალვა აბუალძის სასამართლო სხდომა კვლავ სასჯელაღსრულებიდან მოსული წერილის გაცნობით დაიწყო. როგორც მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა განაცხადა, სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებიდან სასამართლოში ოქმი მიიღეს, რომელშიც წერია, რომ შალვა აბულაძემ სასამართლოში წასვლაზე უარი განაცხადა, ბრალდებულს მიზეზი არ განუმარტავს.

ადვოკატების მტკიცებით, ბრალდებული პროცესებზე ვერ ცხადდება. მათი თქმით, მას შემდეგ რაც იგი დააკავეს, გლდანის ციხეში გადაიყვანეს. აქ იმისთვის რომ ექსპერტიზა ჩაეტარებინათ ტანზე გახადეს, მერე კი ჩასაცმელად მხოლოდ დახეული სპორტული შარვალი მისცეს, ტანს ზემოდან კი ისევ შიშველი დატოვეს.

„აქედან მეშვიდე საპყრობილეში გადაიყვანეს, მას ქვედა საცვალიც არ აქვს და არის იმ დახეული შარვლის ამარად. ციხეზე გუშინ შევხვდი და პატიმარი ზურგზე ზეწარ მოხურებული ჩამომიყვანეს. მას არ აქვს ელექტრო ენერგია და წყალი, ასევე მოშლილია ტუალეტი, არ აქვს საშუალება გაიპარსოს წვერი და დაიჭრას ფრჩხილები“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, მაშინ როცა აბუალძის სასამართლოში გამოუცხადებლობის ოქმებს ადგენენ, აბულაძე აფიქსირებს, რომ პროცესზე დასწრების სურვილი აქვს, თუმცა საშუალება კი არა: „ამას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შედგენილ ოქმებში რატომღაც არ აღნიშნავენ“.

აბულაძის დამცველების განცხადებით, მათ ბრალდებულის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე რეაგირების მიზნით ამერიკის საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და სხვა უწყებებსაც მიმართეს: „ხვალ სისხლის სამართლის დანაშაულზე საჩივარს შევიტანთ საქართველოს მთავარ პროკურატურაშიც“.

ხაჭაპურიძის თქმით, აბუალძეს შეხვდნენ სახალხო დამცველის წარმოამდგენლები, შედგენილია მისი გამოკითხვის ოქმები და ის რასაც დღეს იგი სასამართლოში აცხადებს, ამ დოკუმენტებითაც დასტურდება: „ეს ყველაფერი გადმოგზავნილია ახალციხის რაიონულ სასამართლოში და აუცილებლად მიიღებთ“.

„რადგან გუშინ შეხვდით ბრალდებულს, რაიმე წერილობითი განცხადება ხომ არ გამოგატანათ სასამართლოში წარსადგენად?“ – ჰკითხა ადვოკატს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა.

„მას დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი და 17 სექტემბრამდე კორესპონდენციის მიღება ან გაცემა ეკრძალება“, – უპასუხა მოსამართლეს ხაჭაპურიძემ.

პროკურორის დავით მეფარიშვილის განცხადებით, გასულ პროცესებზეც დაცვის მხარე მხოლოდ ზეპირი განცხადებებით შემოიფარგლებოდა და მას მოლოდინი ჰქონდა, რომ დღევანდელ სხდომაზე მაინც აბულაძის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ ადვოკატები წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

„გარდა ამისა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას სასამართლო სხდომაზე აბულაძეს ტანსაცმელი ეცვა და ეს დაფიქსირდა კიდეც სხდომაზე. ასე რომ იგი თავს არიდებს პროცესებზე დაასწრებას და ამიტომ სასამართლო სხდომები მისი მონაწილეობის გარეშე უნდა გაგრძელდეს“, – მიმართა პროკურორმა მოსამართლეს.

არ დაეთანხმა ბრალმდებელს დაცვის მხარე: „დახეული შარვალი ეცვა და ის კიდევ უფრო დაეხა. ის რასაც მე ვამბობ ტელევიზიით სახალხო დამცველმაც გაანცხადა. თუ ასეა მაშინ გამოიყვანეთ საპყრობილედან აბულაძე, დაადეთ შუბლზე ბრაუზერი და მოკალით! მისი მონაწილეობის გარეშე სხდომები არ უნდა გაგრძელდეს. მოკლა თუ არა აბუალძემ ადამიანი ამ სასამართლოს დასადგენია, არავის აქვს უფლება პატიმარს ასე მოექცნენ“.

აბულაძის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენის შესახებ მოსამართლემაც განაცხადა, თუმცა მიუხედავად მტკიცებულებების არ არსებობისა მისი თქმით, ადვოკატების ზეპირი განცხადებებიც საგულისხმოა: „მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ ექნება სასამართლოს მსჯელობის საფუძველი პროცესებზე ბრალდებულის მონაწილეობის შესახებ. მანამდე კი სხდომები არ უნდა გაჭიანურდეს“.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წაიკითხა. დაცვის მხარეს კი სიტყივს მოსამზადებლად გონივრული ვადა მიეცა.
მომავალი სასამართლო სხდომა 8 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ბრალად ედება: პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი) ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა.

2015 წლის 11 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა ქ.თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლო შალვა აბულაძის საქმეს განიხილავს, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება
გრძელი წვერი, ფრჩხილები და თმა – ადვოკატების თქმით, შალვა აბულაძეს ციხეში აწამებენ
შალვა აბულაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე განაჩენამდე წიგნის გამოცემას აპირებს
შალვა აბულაძის საქმის განხილვა დასრულდა
შალვა აბულაძე: 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო