FM97.5 / LIVE

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება

მთავარისამართალი 13.05.2015
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 2015 წლის 11 აპრილს სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა ქ.თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე.

შალვა აბულაძეს ბრალად ედება პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი) ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა.

ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებულ პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ასევე თავად ბრალდებული.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2015 წლის, 24 აპრილს 15 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლო შალვა აბულაძის საქმეს განიხილავს, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება
შალვა აბულაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე განაჩენამდე წიგნის გამოცემას აპირებს
გრძელი წვერი, ფრჩხილები და თმა – ადვოკატების თქმით, შალვა აბულაძეს ციხეში აწამებენ
გაგრძელდება თუ არა შალვა აბულაძის საქმის არსებითი განხილვა მის გარეშე
შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა