FM97.5 / LIVE

ბექა მარგიშვილის დედა: 'უფალმა შეუნდოს შალვას [აბულაძე] რაც გააკეთა'

მთავარისამართალი 01.10.2015
„უფალმა შეუნდოს შალვას რაც გააკეთა. ახლა ჩემი შვილის სული მიყურებს, ჩემ შვილს აღარ შია, მას არც თმა და აღარც ფრჩხილი ეზრდება. ახლაც ვლოცულობ შალვასთვის, ეს ადამიანი არც ამ სამყაროშია და არც იქით, მეცოდება“, – ამონარიდი გარდაცვლილი პოლიციელის ბექა მარგიშვილის დედის სასამართლო ჩვენებიდან.

ბექა მარგიშვილის დედა: 'უფალმა შეუნდოს შალვას [აბულაძე] რაც გააკეთა'

დღეს, 1 ოქტომბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულის შალვა აბულაძის საქმეზე, ბრალდების მხარის 10 მოწმე დაკითხეს. მათ შორის, 4 აპრილს, თბილისში, ვარკეთილში მომხდარი შემთხვევისას გარდაცვლილი ბექა მარგიშვილის დედა, ირმა ზანდარაშვილი. პროკურატურას იგი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჰყავდა დაბარებული.

ირმა ზანდარაშვილი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იკითხებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ბექას ბავშვობა და ის დღე გაიხსენა, როდესაც შვილის გარდაცვალების შესახებ გაიგო.

მისი ჩვენების მიხედვით, მაშინ იგი იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ცხოვრობდა. 4 აპრილს ბექას ჯერ დღის პირველ ნახევარში ესაუბრა, მაშინ ბექა ისვენებდა. გვიან ღამით სოციალური ქსელის საშუალებით ისევ შეეხმიანა, მოიკითხა და დამდეგი ბზობის დღე მიულოცა. მეორე დღეს, 5 აპრილს, „ფეისბუქში“ ბექას შეტყობინება არ დახვდა, რამაც გააოცა: „ვისვენებდი და გარეთ ვაპირებდი წასვლას, თან „ფეისბუქს“ თვალყურს ვადევნებდი, ბექას არაფერი ჰქონდა მოწერილი, გამიკვირდა, უპასუხოდ არასდროს მტოვებდა. უეცრად ინტერნეტში ვკითხულობ: „ხალხო რა მოხდა ვარკეთილში? ბექა მარგიშვილი მოკლეს?“ ამას კითხულობს დედა, რომელსაც იმ წამს სული ამოუვიდა“.

მისივე თქმით, მალევე ნათესავები დაუკავშირდნენ და ბექას გარდაცვალების ამბავი გააგებინეს.

ირმა ზანდარაშვილის ჩვენების მიხედვით, იგი საზღვარგარეთ ოჯახური მდგომარეობის გამო წავიდა. იმ პერიოდში ბექა ზრუნავდა მასზე უმცროს ძმაზე: „მე ასეთი გამწარებული დედა ვარ, გავიარო და მეც დავხოცო სხვისი შვილები?! ... ბექას ახალგაზრდა დედა 80 წლის მოხუცს დაემგვანა“.

15 –წუთიანი საუბრის განმავლობაში ირმა ზანდარაშვილმა მოასამართლეს უთხრა, რომ შალვა აბულაძეს ის მიუსაჯონ, რაც კანონმდებლობით დაიმსახურა.

„კიდევ ვამბობ, უფალმა შეუნდოს შალვას რაც გააკეთა. ახლა ჩემი შვილის სული მიყურებს, ჩემ შვილს აღარ შია, მას არც თმა და აღარც ფრჩხილი ეზრდება. ახლაც ვლოცულობ შალვასთვის, ეს ადამიანი არც ამ სამყაროშია და არც იქით, მეცოდება“, – ასე დაასრულა ჩვენება გარდაცვლილი ბექა მარგიშვილის დედამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 1 ოქტომბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის სასამართლო პროცესზე გარდაცვლილი ბექა მარგიშვილის დედა, შემთხვევის დროს თბილისში დაჭრილი პოლიციელი და ექსპერტები დაკითხეს. პროცესს ბრალდებული არ დასწრებია, მან სასამართლოს წერილი გამოუგზავნა, რომელიც პროცესზე მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ წაიკითხა. წერილში აბულაძე დაუსწრებლობის მიზეზს განმარტავდა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შალვა აბულაძის საქმეზე 10 მოწმე დაკითხეს და ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგი გაასაჯაროეს
შალვა აბულაძე: 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო
შალვა აბულაძის საქმეზე მოწმეებმა ბექა მარგიშვილის მკვლელობის დეტალები გაიხსენეს
შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა
შალვა აბულაძის საქმის განხილვა დასრულდა
შალვა აბულაძის მშობლებმა მოწმის სტატუსით დაკითხვაზე უარი განაცხადეს
შესაძლოა შალვა აბულაძის საქმე მისი ჩვენების გარეშე დასრულდეს