FM97.5 / LIVE
ნინო ბერიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.">

"ჯინო ველნეს რაბათის" წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდა

მთავარისამართალი 30.09.2015
ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შალვა მჭედლიშვილმა სასტუმრო "ჯინო ველნეს რაბათის" ყოფილი თანამშრომლის ნინო ბერიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"ჯინო ველნეს რაბათის" წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდა
ბერიძის სამოქალაქო სარჩელზე გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს, 30 სექტემბერს გამოაცხადა. მჭედლიშვილმა მოსარჩელეს მოთხოვნა, სამსახურში დაბრუნებასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ, არ დააკმაყოფილა. როგორც მან სასამართლო დარბაზში განმარტა შინაგანაწესი ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია და როგორც შინაგანაწესში წერია, სამუშაო საათებში ინტერნეტით სარგებლობა იკრძალება.

"რაც შეეხება შაორშაძის მიერ ბერიძის ცემის ფაქტს, ეს არ ადასტურებს იმას, რომ ბერიძე სამუშაო საათებში ტელეფონით სარგებლობდა", – განაცხადა მოსამართლემ.

გადაწყვეტილების გამოცხადებას, მოპასუხე მხარე „ჯინო ველნეს რაბათის“ იურისტი მამია ბერიძე არ ესწრებოდა. თუმცა, პროცესზე იმყოფებოდა "ჯინო ველნეს რაბათის" მენეჯერი თეონა ჩოკოლაშვილი. მან სასამართლო უკომენტაროდ დატოვა.

კომენტარი არც ბერიძეს გაუკეთებია, თუმცა როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მისი ჩაბარების შემდეგ აუცილებლად გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, სასტუმრო „ჯინო ველნესის“ წინააღმდეგ ყოფილმა თანამშრომელმა ახალციხის სასამართლოში სარჩელი 3 აგვისტოს შეიტანა. ნინო ბერიძე მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურებას ითხოვდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ჯინო–ველნეს–რაბათის“ ყოფილი თანამშრომელი სააპელაციოში აღარ ჩივის
„ჯინო ველნეს რაბათის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საქმის გამოკვლევა დასრულდა
„ჯინო ველნესის“ ყოფილი თანამშრომლის საჩივარი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
სასამართლომ 'ჯინო ველნესის' ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვა დაიწყო
სამოქალაქო დავა სასამართლოში სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ წინააღმდეგ
სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ ბუღალტერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის ციხეს სასამართლო დავა მოუგო