FM97.5 / LIVE

„ჯინო ველნეს რაბათის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საქმის გამოკვლევა დასრულდა

მთავარისამართალი 22.09.2015
სამოქალაქო დავა სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათის“ წინააღმდეგ სრულდება, მომავალ სხდომაზე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. რა განაცხადა დარბაზში ბოლოს დაკითხულმა მოწმემ;

„ჯინო ველნეს რაბათის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საქმის გამოკვლევა დასრულდა
დღეს, 22 სექტემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათის“ წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლის ნინო ბერიძის სამოქალაქო საქმეზე ბოლო მოწმე დაკითხეს. სასტუმროს დაცვის თანამშრომელმა ლაშა მარტინენკომ განაცხადა, რომ პირადად მას ნინო ბერიძისთვის იმის გამო, რომ სამუშაო საათებში ტელეფონით სარგებლობდა, შენიშვნა არა ერთხელ მიუცია.

მარტინენკოს განმარტებითვე, სამსახურში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თანამშრომლებს ტელეფონები ჩამორთმეული ჰქონდათ, ამის კონტროლი კი დაცვის წევრებს უნდა განეხორციელებინათ.

როგორც მარტინენკო ამბობს, საყვედური ადმინისტრაციისგან პირადად მასაც მიუღია, თუმცა აღნიშნული არ გაუსაჩივრებია: „არ მახსოვს საყვედური რაზე მომცეს, მაგრამ დამნაშავე ვიყავი და არ გამიპროტესტებია“.

საპაექრო სიტყვაში ნინო ბერიძის ადვოკატმა იოსებ ხითარიშვილმა აქცენტი სწორედ თანამშრომლებისთვის გამოცხადებულ საყვედურებზე გააკეთა იმ კუთხით, რომ საყვედურის გაპროტესტებას ადმინისტრაციასთან ვერავინ ბედავდა: „თუ ვინმე ახსნა– განარტებას დაწერდა, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. ეს მოწმეების ჩვენებებიდანაც დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ამ სასტუმროში კანონის არსებობის შესახებ არაფერი იციან და თანამშრომლების უფლებებს ლახავენ“.

მისივე თქმით, საყვედურები ბერიძეს მიზანმიმართულად იმისთვის გამოუცხადეს, რომ საბოლოოდ სამსახურიდან გასათავისუფლებლად საფუძველი შეექმნათ: „ეს საყვედურები დამსახურებულადაც რომ მიეღო, უკანონოა სასტიკი საყვედური თანამშრომელს პირდაპირ გაფრთხილების გარეშე რომ მისცე“.

არ დაეთანხმა ხითარიშვილს მოპასუხე მხარე. „ჯინო ველნეს რაბათის“ წარმომადგენლის მამია ბერიძის განცხადებით, ეს საყვედურები სწორედაც რომ გაფრთხილება იყო: „ბერიძეს ყველა მათგანზე ხელი აქვს მოწერილი“.

რაც შეეხება კანონის არ ცოდნას, მამია ბერიძე ამბობს: „მიხარია ამაზე რომ საუბრობთ. აქცენტს სასტუმროში ზოგადად არსებულ მძიმე გარემოზე აკეთებთ, ეს იმიტომ, რომ კონკრეტულ საქმეზე სათქმელი არაფერი გაქვთ“.

სასამართლოში საქმის გამოკვლევა დასრულდა, მოსამართლე სარეზოლუციო ნაწილს 30 სექტემბერს 11:00 საათზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, სასტუმრო „ჯინო ველნესის“ წინააღმდეგ ყოფილმა თანამშრომელმა ახალციხის სასამართლოში სარჩელი 3 აგვისტოს შეიტანა. ნინო ბერიძე მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურებას ითხოვს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ჯინო ველნეს რაბათის" წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდა
„ჯინო–ველნეს–რაბათის“ ყოფილი თანამშრომელი სააპელაციოში აღარ ჩივის
სამოქალაქო დავა სასამართლოში სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ წინააღმდეგ
სასამართლომ 'ჯინო ველნესის' ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვა დაიწყო
„ჯინო ველნესის“ ყოფილი თანამშრომლის საჩივარი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ ბუღალტერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის ციხეს სასამართლო დავა მოუგო