FM97.5 / LIVE

სასამართლომ 'ჯინო ველნესის' ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვა დაიწყო

მთავარისამართალი 10.09.2015
დღეს, 10 სექტემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში "ჯინო ველნეს რაბათის" ყოფილი თანამშრომლის ნინო ბერიძის შესაძლო ცემის ფაქტზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

სასამართლომ 'ჯინო ველნესის' ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვა დაიწყო

სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათიდან“ გათავისუფლებული თანამშრომელი ნინო ბერიძე სასტუმროს მენეჯერ–ბუღალტერს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ბერიძე სამსახურიდან 12 ივლისს გაათავისუფლეს.

ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. საქმეს ახალციხის რაიონული პროკურატურა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლის პირველი ნაწილით იძიებს. რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ ფაქტს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება არ მოჰყოლია.

აღნიშნულ საქმეზე დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა მთავარი სხდომა, რომელიც 24 სექტემბერს 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ნინო ბერიძემ სასტუმრო „ჯინო ველნესის“ წინააღმდეგ ახალციხის რაიონულ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა. ბერიძე მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურებას ითხოვს. აღნიშნულ საქმეზე სხდომა გუშინ, 9 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა გადაიდო. მომდევნო სხდომა 15 სექტემბერს 10:00 საათზე გაიმართება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ჯინო ველნესის“ ყოფილი თანამშრომლის საჩივარი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
„ჯინო–ველნეს–რაბათის“ ყოფილი თანამშრომელი სააპელაციოში აღარ ჩივის
"ჯინო ველნეს რაბათის" წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდა
„ჯინო ველნეს რაბათის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საქმის გამოკვლევა დასრულდა
სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ ბუღალტერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
სამოქალაქო დავა სასამართლოში სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ წინააღმდეგ
„საქართველოს ბანკი“ ყოფილი თანამშრომლის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს