FM97.5 / LIVE

სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ ბუღალტერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მთავარისაზოგადოება, სამართალი 24.09.2015
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ „ჯინო ველნეს რაბათის“ ყოფილი ბუღალტერის თამარ შაორშაძის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა; მსჯავრდებულს ჯარიმის მინიმალური ოდენობა, 500 ლარი დაეკისრა;

სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ ბუღალტერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათის“ ყოფილ ბუღალტერს თამარ შაორშაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით, ცემაში ედება. საქმეში დაზარალებული ამავე სასტუმროს მიმტანი ნინო ბერიძეა.

„შაორშაძემ ბერიძეს მარჯვენა და მარცხენა ბეჭის არეში დაარტყა და იგივე კიდევ გააგრძელა. აღნიშნული ფაქტი შემსწრე მოწმეებისა და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებითაც დასტურდება“, – განაცხადა შესავალ სიტყვაში პროკურორმა გიორგი აღლემაშვილმა.

პროკურორს შაორშაძეც დაეთანხმა. მან ბრალი აღიარა და განაცხდა, რომ შესავალ სიტყვაში სათქმელი სხვა არაფერი აქვს: „ნინოს სხვა თანამშრომლებისთვისაც სიტყვიერი შეურაცხყოფა არა ერთხელ მიუყენებია. უბრალოდ არ უნდა ავყოლოდი“.

შესავალი სიტყვების შემდეგ სასამართლომ დასკვნითი სიტყვები ისე მოისმინა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე არ უმსჯელიათ: დაცვის მხარემ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნო.

შაორშაძეს არც დასკვინითი სიტყვა წაუკითხავს, საბოლოო სიტყვაში კი განაცხადა: „გთხოვთ გაითვალისწინოთ განაჩენის გამოტანისას, რომ ამჟამად უმუშევარი ვარ, ბუნებრივია ჯარიმას გადავიხდი, თუმცა გამიჭირდება“.

მოსამართლემ ბრლადებულის თხოვნა გაითვალისწინა. გოჩა ჯეირანაშვილმა შაორშაძეს 500 ლარის გადახდა დააკისრა: „სასამართლომ გაითვალისწინა ის, რომ ბრალს აღიარებთ და ინანიებთ. 500 ლარი ჯარიმის მუნიმალური ოდენობაა, კანონი ამაზე ნაკლებს არ ითვალისწინებს“.

შაორშაძე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ „ჯინო ველნეს რაბათის“ მიმტანი ნინო ბერიძე 12 ივლისს გაათავისუფლეს. ამ დღეს ბერიძის მობილური ტელეფონი შაორშაძემ სამზარეულოს უჯრაში უპოვა. თანამშრომელბს სამუშაო საათებში ტელეფონით საუბარი ეკრძალებოდათ. ურთიერთშელაპარაკება სწორედ ამას მოჰყვა. სამსახურიდან გათავისუფლებულმა ბერიძემ შაორშაძეს უჩივლა.

გარდა სისხლის სამართლის საქმისა, სასამართლოში ბერიძის სამოქალაქო საქმეც განიხილება, იგი სამსახურში დაბრუნებას და განაცდური საათების ანაზღაურებას ითხოვს. სარეზოლუციო ნაწილი აღნიშნულ დავაზე თვის ბოლოს გამოცხადდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ჯინო ველნეს რაბათის" წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდა
„ჯინო ველნეს რაბათის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საქმის გამოკვლევა დასრულდა
„ჯინო–ველნეს–რაბათის“ ყოფილი თანამშრომელი სააპელაციოში აღარ ჩივის
სამოქალაქო დავა სასამართლოში სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ წინააღმდეგ
„ჯინო ველნესის“ ყოფილი თანამშრომლის საჩივარი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
სასამართლომ 'ჯინო ველნესის' ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვა დაიწყო
ახალციხეში, რესტორანში ჩხუბის გამო დაკავებულ ახალგაზრდებს, პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს