FM97.5 / LIVE

„ჯინო ველნესის“ ყოფილი თანამშრომლის საჩივარი სასამართლომ წარმოებაში მიიღო

მთავარისამართალი 10.08.2015
სასტუმრო „ჯინო ველნესის“ წინააღმდეგ ყოფილმა თანამშრომელმა ახალციხის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ნინო ბერიძე მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურებას ითხოვს.

„ჯინო ველნესის“ ყოფილი თანამშრომლის საჩივარი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
სასტუმრო „ჯინო ველნესის“ წინააღმდეგ ყოფილმა თანამშრომელმა ნინო ბერიძემ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი 3 აგვისტოს შეიტანა. სასამართლომ საქმე წარმოებაში უკვე მიიღო.

„მასალები გადაეგზავნა მოპასუხე მხარეს, რომელსაც განესაზღვრა შესაგებლის წარმოსადგენად 10 დღიანი ვადა. ამის შემდეგ ჩაინიშნება სასამართლო პროცესი“, – ამბობს ნინო ბერიძის ადვოკატი სოსო ხითარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათიდან“ მიმტანი ნინო ბერიძე 12 ივლისს გაათავისუფლეს. ბერიძე სასტუმროს მენეჯერ–ბუღალტერს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაწყოფაში ადანაშაულებს.

ცემის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმეს ახალციხის რაიონული პროკურატურა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლის პირველი ნაწილით იძიებს. რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ ფაქტს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება არ მოჰყოლია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასამართლომ 'ჯინო ველნესის' ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვა დაიწყო
"ჯინო ველნეს რაბათის" წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდა
„ჯინო–ველნეს–რაბათის“ ყოფილი თანამშრომელი სააპელაციოში აღარ ჩივის
სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ ბუღალტერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
„ჯინო ველნეს რაბათის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საქმის გამოკვლევა დასრულდა
სამოქალაქო დავა სასამართლოში სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ წინააღმდეგ
სააპელაციო სასამართლომ ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომლის საქმე წარმოებაში მიიღო